Добавить новость
ru24.net
World News
Апрель
2021

რუსეთი აშშ-ის საპასუხოდ 10 ამერიკელ დიპლომატს გააძევებს ქვეყნიდან

0
რუსეთი ქვეყნიდან გააძევებს ათ ამერიკელ დიპლომატს. ამის შესახებ 16 აპრილს განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, თავის სერბ კოლეგასთან ერად გამართული პრესკონფეორენციის დროს.


ლავროვმა განაცხადა ასევე სხვა ზომების შესახებ, რომლებსაც რუსეთი მიიღებს აშშ-ის მიერ, 15 აპრილს დაწესებული სანქციების საპასუხოდ.


ლავროვის თქმით, მოსკოვში აშშ-ის ელჩთან, ჯონ სალივანთან შეხვედრისას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ საგარეო პოლიტიკის სფეროში, იური უშაკოვმა, ელჩს შესთავაზა ვაშინგტონში გაფრინდეს საკონსულტაციოდ.


როგორც ლავროვმა თქვა, ზომების მთელი სია მომავალ დღეებში გამოცხადდება. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთმა 8 ამერიკელი მოხელე შეიყვანა „შავ სიაში“ და მათ რუსეთში შესვლა აეკრძალებათ.  სია გამოქვეყნდება სამინისტროს ვებგვერდზე. მასში სხვათა შორის შეიტანეს აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი, ასევე აშშ-ის გენერალური პროკურორი.


ლავროვმა ასევე თქვა, რომ რუსეთი „შეწყვეტს თავის ტერიტორიაზე ამერიკული ფონდების და არასამთავრობო  ორგანიზაციების საქმიანობას, რომლებიც ერევიან ქვეყნის საშინაო-პოლიტიკურ ცხოვრებაში.


მინისტრის თქმით, რუსეთი ჯერ „სათადარიგოდ შეინახავს“ აშშ-ზე ეკონომიკური ზემოქმედების ზომებს.  


ლავროვმა თქვა ასევე, რომ მოსკოვმა დადებითად მიიღო აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შეთავაზება ვლადიმირ პუტინთან სამიტის გამართვის შესახებ. თუმცა, რუსეთის მხარეს პირდაპირი პასუხი არ გაუცია.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Самсонова одержала победу в первом круге турнира WTA в Аделаиде






Тарифы идут на подъем. Почему растет в цене "коммуналка" и как на ней сэкономить?

Во Франции выразили обеспокоенность, что российские спутники "Олимп-К" и "Олимп-К2" опасно приближаются к другим космическим аппаратам

Прощание с Джимми Картером: гроб выставлен в Капитолии до 9 января

Как предотвратить окрашивание кожи: советы диетолога Антонины Стародубовой