Добавить новость
ru24.net
World News
Апрель
2021

დაგეგმილი საპროტესტო გამოსვლების წინ, ნავალნის გუნდმა პუტინი ახალი სამხილით ამოიღო სამიზნეში 

0
კრემლის საპატიმროში მყოფი ოპონენტის, ალექსეი ნავალნის, გუნდმა, გამოაქვეყნა დეტალები, როგორც თავად ამტკიცებს, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის კუთვნილი და საზოგადოებისგან დამალული, მდიდრული რეზიდენციის შესახებ.


ეს უკანასკნელი გასროლაა ოპოზიციის მხრიდან დაგეგმილ საპროტესტო გამოსვლებზე მეტი ხალხის მოსაზიდად და კრემლზე ზეწოლის შესანარჩუნებლად ამ შემოდგომაზე მოსალოდნელი საპარლამენტო არჩევნების წინ.


ვიდეო გამოძიება, რომელსაც 15 აპრილს, იუთუბზე მისი გამოქვეყნებიდან პირველი 20 საათის განმავლობაში, 2.7 მილიონი ნახვა ჰქონდა, ამტკიცებს, რომ პუტინის მეოთხე ოფიციალური რეზიდენცია, რომელიც 150 ჰექტარ მიწაზეა გადაჭიმული ვალდაის ტბის მახლობლად, მოსკოვის ჩრდილო-დასავლეთით, მოიცავს მდიდრულ ინტერიერებს, ასევე დიდ გამაჯანსაღებელ არეალს, რომელიც რუსეთში გადასახადების  გადამხდელებისგან დამალულია.


გასული წლის განმავლობაში ნავალნისა და მისი გუნდის მიერ გამოქვეყნებულ გამოძიებებს ათობით მილიონი ნახვა აქვს იუთუბზე.


ვიდეო გამოჩნდა რამდენიმე კვირის შემდეგ მას მერე, რაც ცალკეულმა ვიდეოებმა ნათელი მოჰფინა 1.35 მილიონი დოლარის ღირებულების სასახლეს შავ ზღვაზე, რომელიც სავარაუდოდ, პუტინისთვის იქნა აგებული, და ასევე აშკარა გახადა გასულ აგვისტოს ციმბირში ნავალნის მოწამვლის გარემოებები, რაშიც კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ოპოზტიციონერი პუტინსა და უშიშროების ფედერალურ სამსახურს ადანაშაულებს.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Australian Open

Российские теннисистки Андреева и Шнайдер вышли в полуфинал чемпионата Австралии






ФАС возбудила дело в отношении МТС по признакам нарушения закона о рекламе

В Королеве прошел прием жителей, организованный сотрудниками омбудсмена Фаевской

«Василий»: Брата – два

Президент Трамп начал переговоры с Россией с трэш-тока