Добавить новость
ru24.net
World News
Апрель
2021

ევროკავშირის წარმომადგენლობაში მმართველი პარტიისა და ოპოზიციის შეხვედრა გაიმართება

0
18 აპრილს, 14.00 საათზე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიცის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა.



შეხვედრას დაესწრებიან საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი.





17 აპრილს საქართველოში აშშ-ის საელჩომ და ევროკავშირის წარმომადგენლობამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, მხარეებს შორის კომპრომისის აუცილებლობაზე.



„მივესალმებით ურთიერთობის განახლებას, როგორც ნიშანს მზადყოფნისა, გაგრძელდეს კონსულტაციები ფართო შეთანხმების მისაღწევად. ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ ყველა მხარეს შორის კომპრომისის აუცილებლობას“.



16 აპრილს „ქართულმა ოცნებამ“ ხელი მოაწერა ვროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს.

ოპოზიციის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ხელს არ მოაწერენ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელის, კრისტიან დანიელსონის გეგმის არსებულ ვერსიას.




"[დოკუმენტს, რომელშიც] ვადამდელ არჩევნებს არ შეიცავს და პოლიტპატიმრების საკითხი ბუნდოვანია, რა თქმა უნდა, [ხელს არ მოვაწერთ]“, - განაცხადა 16 აპრილს „ევროპულის სქარათველოს“ ლიედრმა გიგა ბოკერიამ.




შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს დოკუმენტი 31 მარტს შესთავაზა.



დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება მოხდება, განხორციელდება ამბიციური საარჩევნო და სასამრთლო რეფორმები, პარლამენტის წევრები ოპოზიციური პარტიებიდან უხელმძღვანელებენ ხუთ კომიტეტს,



ასევე „ქართული ოცნება“ მზადყოფნას გამოხატავს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში აამოქმედოს მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი, რაც გულისხმობს შემდეგს - თუ მმართველი პარტია თვითმმართველობის არჩევნებში 40%-ს ვერ მიიღებს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Рублёв вышел в полуфинал турнира ATP в Монпелье на отказе Басилашвили






Специалисты Роспотребнадзора в Москве разбираются в истории с отравлением юных ростовчан

Дюкова единогласно переизбрали главой РФС

Экс-гендиректор тульского «Арсенала» вошёл в исполком РФС

В АТОР прокомментировали массовое закрытие гостиниц в Турции