Добавить новость
ru24.net
World News
Апрель
2021

კორონავირუსით გარდაცვალების 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

0
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩატარდა 18 822 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების  818  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 783 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4.35 %-ია. ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 939 პირი ემსხვერპლა.


რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.35 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.98%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.41%.


ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 783 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 280 915-მდე.



ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 818 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 465 შემთხვევა, აჭარა - 75, იმერეთი - 57, ქვემო ქართლი - 46, შიდა ქართლი - 29, გურია - 18, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 73, კახეთი - 25, მცხეთა-მთიანეთი - 18, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.



ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 478, საიდანაც: 2 982 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -  1 577, აჭარაში - 405, იმერეთში - 371. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 512 პირი, მათ შორის, თბილისში - 256, აჭარაში - 69, იმერეთში -75. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 89 პირი, მათგან თბილისში - 67, აჭარაში - 7, იმერეთში - 6. 439 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 228 - თბილისში, 196 - აჭარაში. 7 057 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.



საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 310 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 262, ხოლო აჭარაში - 3.



სულ  6 ოქტომბრიდან - 17 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 432 პირი.



ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 452 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 8 317 პირი, აჭარაში - 2 314, იმერეთში - 1 180.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Касаткину представили под флагом Испании во время жеребьёвки турнира WTA в Абу-Даби






В Мурманске чествовали один из первых негосударственных вузов

Как живут после 42 лет брака Афанасьева и Ярмольник

Алтайские селлеры вновь могут бесплатно поставлять товары на Wildberries

"Известия": две торговые миссии из России посетят Мексику в 2025 году