Добавить новость
ru24.net
World News
Апрель
2021

18 აპრილი - ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო დღე

0
18 აპრილს ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1984 წელს UNESCO-სა და ICOMOS-ის (ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო) გადაწყვეტილებით დაწესდა და მას მთელი მსოფლიო აღნიშნავს.

ამ დღის მიზანი კულტურული მემკვიდრეობის მრავალფეროვნების შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებაა.



2021 წლის 18 აპრილს საქართველო გელათის რეაბილიტაციის გადაუჭრელი პრობლემით ხვდება.




2014 წელს ჩატარებული 5-წლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების მიუხედავად, ძეგლი კვლავ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოღების საფრთხის წინაშეა. 2020 წელს ახალდაგებულ კრამიტში წვიმის წყალმა გაჟონა და ფრესკები დასველდა. ამ დროს გადაწყდა, რომ ძეგლის გადასარჩენად დროებითი, თუნუქის სახურავი უნდა მოეწყოთ.



გელათის სამონასტრო კომპლექსი "იუნესკოს" მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული. რეაბილიტაციის დაწყებამდე, დაზიანებების გამო, გელათი იმ ძეგლების სიაშიც მოხვდა, რომელსაც საფრთხე და იუნესკოს ნუსხიდან ამოღება ემუქრებოდა. იუნესკო კომპლექსის ზოგადსაკაცობრიო ღირებულებას ასე აღწერს:




"გელათის მონასტერი ასახავს შუა საუკუნეების საქართველოს "ოქროს ხანას", პოლიტიკური სიძლიერისა და ეკონომიკური ზრდის პერიოდს მეფე დავით IV-ე აღმაშენებლის (1089-1125) და თამარ დედოფლის (1184-1213) მეფობის ეპოქაში… მონასტერი მდიდრულად არის მორთული მეთორმეტე საუკუნიდან მეჩვიდმეტე საუკუნემდე პერიოდის კედლის მხატვრობით, ასევე მე-12 საუკუნის მოზაიკით... ამასთან, ძეგლის თითქმის ხელუხლებელი გარემო იძლევა არქიტექტურისა და ლანდშაფტის შერწყმის აღქმის შესაძლებლობას".



გელათის გარდა ასევე იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების პროგრამის რეესტრშია შესული ხუთი ისტორიული ხელნაწერი: „საქართველოს ბიზანტიური ხელნაწერები”, ვახუშტი ბატონიშვილის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ და „გეოგრაფიული ატლასი“, „შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის” ხელნაწერთა კოლექცია”, „საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული უძველესი ხელნაწერები”, „ოთხთავი”.

 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Анастасия Потапова

Потапова обыграла Саснович и вышла в финал теннисного турнира в Румынии






Убедить женщину сложно, проще уговорить…

В Москве женщина пыталась организовать убийство супруга из-за развода

Владимир Ефимов: В Коммунарке создадут современное многофункциональное пространство по программе КРТ

Овчинский: Свыше 60 фонарей установили около новостроек по реновации в Коптеве