Добавить новость
ru24.net
World News
Апрель
2021

პაკისტანში სამი ადამიანი დაიღუპა ქვეყნის აღმოსავლეთში მომხდარი ძალადობის გამო

0
სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა პაკისტანში მომხდარი ახალი ძალადობის შედეგად, რაც მთელი კვირის მანძილზე გრძელდება პოლიციასა და ქვეყანაში აკრძალული ისლამისტური პარტია ტეჰრეკ-ე-ლაბაიკ პაკისტანის (TLP) მიმდევრებს შორის, რომლებიც პროტესტით ცდილობენ, ქვეყნის დატოვება აიძულონ საფრანგეთის ელჩს, მის ქვეყანაში წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურის გამოქვეყნების გამო.



პაკისტანის აღმოსავლეთ ქალაქ ლაჰორის პოლიციის პრესმდივნის, რანა არიფის ცნობით, ექსტრემისტებმა 18 აპრილს ბენზინის ბომბები დაუშინეს პოლიციის შტაბს და მძევლად აიყვანეს უსაფრთხოების სამსახურის 6 თანამშრომელი.


შეტაკების შედეგად 20-მდე კაცი, მათ რიცხვში, 11 პოლიციელი დაშავდა. ისლამისტები ხელისუფლებას 20 აპრილამდე აძლევენ დროს, რომ დაატოვებინონ ქვეყნის ტერიტორია საფრანგეთის ელჩს - ბოლო ერთი წლის განმავლობაში წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურების გამოქვეყნებისთვის, რასაც ბევრი მუსლიმი მკრეხელობად მიიჩნევს.


პაკისტანში მთელი კვირაა გრძელდება პარტია ტეჰრეკ-ე-ლაბაიკ პაკისტანის (TLP) ათასობით მომხრის შეტაკება და ძალადობა პოლიციასთან, მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა დააპატიმრეს მათი ლიდერი, საად რიზვი.



2020 წლის 16 ოქტომბერს ფანატიკოსმა ისლამისტმა პარიზის ჩრდილოეთ გარეუბანში სიცოცხლეს გამოასალმა საშუალო სკოლის მასწავლებელი, სემუელ პეტი, რომელმაც მოსწავლეებს სიტყვის თავისუფლებაზე საუბრისას აჩვენა სატირული ჟურნალის, „შარლი ებდოს“ კარიკატურა წინასწარმეტყველ მუჰამედზე. პირი, რომელმაც მასწავლებელს თავი მოჰკვეთა, 18 წლის ეთნიკურად ჩეჩენი აბდულაჰ ანზოროვი იყო. ის საპოლიციო ოპერაციისას მოკლეს.

მასწავლებლის მკვლელობას ხალხის რისხვა მოჰყვა საფრანგეთში და პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და პოლიტიკური პარტიების მხრიდან - დაგმობა.





12 აპრილს ისლამისტური პარტიის მიერ ორგანიზებული საფრანგეთის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია გადაიზარდა ძალადობაში, რომლის შედეგად ხუთი ადამიანი, მათ შორის, ორი პოლიციელი დაიღუპა. 15 აპრილს საფრანგეთის საელჩომ მოუწოდა თავისი ქვეყნის მოქალაქეებს, დატოვონ სამხრეთ აზიის ეს ქვეყანა. წინა დღით პაკისტანის მთავრობამ პირობა დადო, რომ აკრძალავს ისლამისტური პარტია ტეჰრეკ-ე-ლაბაიკ პაკისტანის (TLP) საქმიანობას.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Елена Рыбакина

Елена Рыбакина раскрыла подробности о проблемах со здоровьем в прошлом году






Испания хочет укрепить единство Евросоюза из-за претензий Трампа на Гренландию

Ящик под вора: кто опустошает банковские ячейки россиян

"Z" и "Аз" В НЛП СВО МОЖНО НАПРАВИТЬ ДЛЯ УСКОРЕНИЯ УСПЕШНОЙ СПЕЦ ОПЕРАЦИИ РОССИИ НА УКРAИНЕ. Новости мирового уровня. Россия, США, Европа могут улучшить отношения и здоровье общества?!

В МИД Польши объяснили отказ пропустить спецборт Словакии в воздушное пространство страны