კახეთში პოლიციელი დაჭრეს
დაჭრამდე, 40 წლის მამაკაცის მშობლები გადაუდებელი დახმარების ერთიან ცენტრს 112-ს დაუკავშირდნენ და შვილის დაკავება სთხოვეს იმ მიზეზით, რომ მამაკაცი აგრესიული იყო და ოჯახის წევრებს მოკვლით ემუქრებოდა. ადგილზე დასახმარებლად გამოძახებულ სამართალდამცავს კი სავარაუდო მოძალადე ცივი იარაღით გაუსწორდა.
პოლიციელი კლინიკაშია გადაყვანილი, 40 წლის მამაკაცი კი დაკავებულია.
დაკავებულის მშობლები რადიო თავისუფლებასთან ამბობენ, რომ ის ბოლო პერიოდში ნარკოტიკულ საშუალებას მოიხმარდა და აგრესიული იყო როგორც ოჯახის წევრების, ასევე მეზობლების მიმართაც.
მომხდარზე დაიწყო გამოძიება. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცავები.
რადიო თავისუფლება დეტალებს არკვევს როგორც შს სამინისტროში, ასევე საავადმყოფოში, სადაც პოლიციელი მიიყვანეს.