Добавить новость
ru24.net
World News
Апрель
2021

დიდ ბრიტანეთს განზრახული აქვს ორი სამხედრო გემის გაგზავნა შავ ზღვაში

0
დიდ ბრიტანეთს განზრახული აქვს მაისში ორი სამხედრო გემის გაგზავნა შავ ზღვაში, რაც იქნება ნატოს მოკავშირეთა სოლიდარობის დემონსტრირება უკრაინისადმი რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხის პირობებში. ამის შესახებ გამოცემა Sunday Times-ი იტყობინება მაღალი რანგის ბრიტანელ წყაროებზე დაყრდნობით.



საუბარია, სავარაუდოდ, „დარინგის“ ტიპის სარაკეტო ნაღმოსან და „დიუკის“ კლასის ფრეგატზე, რომლებიც შავ ზღვაში ბოსფორის სრუტით შევლენ. მათ მხარდასაჭერად კი ხმელთაშუა ზღვაში დარჩება ბრიტანული ავიამზიდი „დედოფალი ელისაბედი“.





დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს ამ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია. გამოცემასთან საუბარში მხოლოდ აღნიშნა, რომ ლონდონი და მისი მოკავშირეები უპირობოდ უჭერენ მხარს „უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“.





მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ აპრილის შუა რიცხვებში შავ ზღვაში ორი სამხედრო საესკადრო ნაღმოსანი გემის გაგზავნას გეგმავდა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტი. მაგრამ, როგორც „სანდეი ტაიმსი“ წერს, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აღნიშნული განკარგულება გააუქმა, რათა თავიდან აერიდებინა რუსეთთან დამატებითი დაძაბულობა.


უკრაინის მიმართ რუსეთის მიმდინარე აგრესიის შესახებ გავრცელებული ცნობების ფონზე, კერძოდ, რომ უკრაინის საზღვართან და ყირიმში მოსკოვი ზრდის თავისი შეიარაღებული ძალების რაოდენობას, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა აპრილის დასაწყისში განაცხადა, რომ მხარს უჭერს უკრაინას და გამოხატავს შეშფოთებას „რუსეთის მიმდინარე აგრესიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში“ უსაფრთხოების მხრივ შექმნილი ვითარების გამო.



2 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, ამ თანამდებობის დაკავების შემდეგ პირველად ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, იმ ფონზე, როცა ვრცელდება შემაშფოთებელი ცნობები რუსეთის მიერ ჯარის რაოდენობის გაზრდაზე უკრაინის საზღვართან.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Арина Соболенко

Камбэком обернулся финал Арины Соболенко против российской теннисистки






Великие тайны прошлого: история захоронения мальчика, жившего за век до Тыгын Дархана

Один человек погиб при пожаре в Новой Москве

В Туле выбрали лучших баскетболистов 60+ в Центральной России

Токаев назначил нового первого заместителя главы своей администрации