Добавить новость
ru24.net
World News
Апрель
2021

ამირან გამყრელიძე: „მიმდინარეობს მოლაპარაკებები „სინოფარმის“, „ნოვავაქსის“ „ფაიზერის“ ვაქცინების შემოტანაზე“

0
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ კორონავირუსის ვაქცინების დამატებითი დოზების მიღებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს როგორც „სინოფარმთან“, ასევე „ნოვავაქსსა“ და „ფაიზერთან“.


„გვიდევს ჩინური ვაქცინის, „სინოფარმის“ 100 000 ანუ 50 ათასი ადამიანის აცრისთვის სამყოფი დოზა. იმუნიზაციის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ „სინოფარმზე“ რეგისტრაცია 27 აპრილს, ხოლო აცრები 4 მაისს დაიწყოს. ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკება „სინოფარმთან“ დამატებითი დოზების მოწოდებასთან დაკავშირებით. საუბარია ნახევარ მილიონ დოზაზე, რომელსაც ივნისიდან ველოდებით. ასევე, მილიონი დოზის მოწოდებაზე კონტრაქტს ვაფორმებთ „ნოვავაქსთან“, მაგრამ მისი მოწოდება დიდი ალბათობით მოხდება ივლისი-აგვისტოში. ასევე, მიმდინარეობს მოლაპარაკება „ფაიზერთან“ 1 მლნ დოზაზე. ეს ყველაფერი კეთდება კოვაქსპლატფორმის მიღმა, კოვაქსთან შეკვეთილი გვაქვს 1,4 მლნ დოზა, საიდანაც ჯერჯერობით მივიღეთ „ასტრაზენეკას“ 43 ათასი და „ფაიზერის“ 29 ათასი დოზა, აპრილის ბოლოს კი უნდა მივიღოთ 86 ათასი დოზა „ასტრაზენეკა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Медведев победил Вавринку и вышел во второй круг турнира ATP в Роттердаме






Русская многодетная семья с 10 детьми: без шанса на квартиру

Тренер Куканов: до задержания легкоатлет Толстихин был игроманом в долгах

"Ъ": продажи товаров для взрослых в РФ за 2024 год выросли на 20%

Овчинский: более 65 детских площадок обустроили у домов по реновации в ЗАО