კარლ ჰარცელი: ეს არის წინადადებები, რომელიც პრეზიდენტ მიშელის აზრით, დაბალანსებულია
0
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ქართულ პოლიტიკურ სპექტრს საქართველოში შექმნილი ვითარების დარეგულირების მიზნით დამატებით წინადადებებს სთავაზობს.
როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა, ახალი წინადადებები პარტიებს უკვე გადასცეს.
მისი ინფორმაციით, პარტიებმა წინადადებების გასაცნობად დამატებითი დრო ითხოვეს.
„ეს არის წინადადებები, რომელიც პრეზიდენტ მიშელის აზრით, დაბალანსებულია… ჩვენ ველოდებით, როდის დაბრუნდებიან პარტიები უკან, რომ თავიანთი გადაწყვეტილება გვამცნონ, რათა ამ პროცესს ჰქონდეს დასასრული“, – აღნიშნა კარლ ჰარცელმა.