გიგა ბოკერია: „მიუღებლად რჩება, რა ტესტით მივალთ ვადამდელ არჩევნებამდე“
„მიუღებლად რჩება, რა ტესტით მივალთ ვადამდელ არჩევნებამდე, ამიტომ ეს ერთი საკითხი არის გამოსასწორებელი ამ დოკუმენტში, მაშინ ის მისაღები გახდება ავტომატურად. მაგრამ აქ, ამ ვითარებაში, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ივანიშვილის გარემოცვის „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საერთოდ არ მოვიდნენ შეხვედრაზე. ასეთი შემთხვევა მე არ მახსენდება, რომ შეხვედრა იყო დანიშნული ასეთ მნიშვნელოვან საკთხზე და ხალხი ვისაც მთავრობა, ვისაც ამ ქვეყნის ბედი აბარია არ გამოცხადდა, კომენტარს არ აკეთებენ. გვითხრან რატომ არ მოვიდნენ, რატომ არ სცეს პატივი საკუთარ მოქალაქეებს, მე დიპლომატებზე არ ვლაპარაკობ“, - ამბობს გიგა ბოკერია, რომლისთვისაც
ვადამდელი არჩევნების საკკითხის მიბმა თვითმმართველობის არჩევნებზე, მიუღებელი.
„ან პირდაპირი შეთანხმება ან პლებისციტი. ეს იმ კალიბრის საკითხია, ბუნებრივია ჩვენ პოლიტიკურ გუნდთან ხვალ გვექნება კონსულტაცია, მათ შორის პოლიტსაბჭოს ყველა წევრთან, მათ მოსაზრებას მოვისმენ. ეს ვარიანტი არ არის მისაღები, ვადამდელ არჩევანთან დაკავშირებით“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.