ჯარის გაყვანის შემდეგ გერმანია გეგმავს რამდენიმე ავღანური კონტრაქტორის ოჯახთან ერთად წაყვანას
„მე გერმანიის გულწრფელ მოვალეობად მივიჩნევ არ დატოვოს ეს ადამიანები დაუცველი ახლა, როდესაც ჩვენ სამუდამოდ გავდივართ“, - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა 18 აპრილს.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 14 აპრილს განაცხადა, რომ 11 სექტემბრისათვის ავღანეთს დატოვეს კოალიციაში მყოფი ყველა 10 000 ჯარისკაცი. ხოლო ჯარების გაყვანის პროცესი დაიწყება 1 მაისს.
გერმანია ავღანეთში დღესდღეობით სიდიდით მეორე ქვედანაყოფი ჰყავს აშში-ს შემდეგ. გერმანულ ქვედანაყოში არის 1100-ი გერმანელი სამხედრო მოსამსახურე, 300 ადგილობრივი თანამშრომელი, მათ რიცხვში, რამდენიმე თარჯიმანი.
2013 წლიდან გერმანიამ თავისთან მიიღო 781 ავღანელი და მათი ოჯახის 2500 წევრი, რომლებსაც უცხოეთის ჯარებთან მუშაობისთვის საფრთხე ემუქრებოდათ.
გამოცემა „ველტის“ თანახმად, გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმავს ოფისის გახსნას ქაბულში და, შესაძლოა, მაზარ-ი-შარიფში, ასეთი ადამიანების საქმეების განსახილველად.