“ციფრული ლარის მთავარი ფუნქცია და მიზანია, რომ ის იყოს გადახდის საშუალება, ისევე როგორც ეს არის ნაღდი ლარი”
						0
													
											
					
					
					
				მისი თქმით, ელექტრონული ლარის უპირატესობა იქნება დაბალი საოპერაციო ხარჯი და ამასთან, მომენტალურობა. გარდა ამისა, ციფრული ვალუტის გამოყენებისას არ იქნება საჭირო ანგარიშის ქონა რომელიმე ბანკში და არ საჭიროებს შუამავალს.
როგორც პაპუნა ლეჟავამ განმარტა, ელექტრონული ლარის ამოქმედება მომავალი წლიდან იგეგმება.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკი ციფრული ლარის გამოშვების პროექტზე მუშაობს. როგორც სებ-ის ოფიციალურ განმარტებაში ვკითხულობთ, “ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ ცენტრალური ბანკის ფულის განვითარებისა და ლარის ციფრული ვერსიის შექმნის აუცილებლობა გამოკვეთა”, რათა ის უკეთ მოერგოს ციფრულ ეკონომიკას და ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობა გაზარდოს.
ვრცლად იხილეთ აქ
