გორში გიორგობის დღესასწაულზე რეგულაციები იმოქმედებს
გორთან ახლოს, გორიჯვრის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო მსახურება 6 მაისს, 07:00 საათიდან დაიწყება. სალოცავში მისვლა კი მოქალაქეებს გარკვეული რეგულაციების დაცვით მოუწევთ.
გასული წლის მსგავსად გორიჯვრის წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან ავტომობილებით გადაადგილება აიკრძალება, მომლოცველები ქვეითად შეძლებენ გორიჯვარზე ასვლას. დისტანციისა და პირბადის ტარებაზე არსებული რეგულაციების დაცვას კი ადგილზე პოლიცია გააკონტროლებს.
გორელების დიდი ნაწილი გიორგობის დღესასწაულზე გორიჯვრის მთაზე არსებულ ეკლესიაში მიდის და იქ აღნიშნავს რელიგიურ დღესასწაულს
