Добавить новость
ru24.net
World News
Май
2021

თუ „ევროპული საქართველო“ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ არ ვუერთდებით პარლამენტში შემსვლელ პარტიათა ჯგუფს, ტარიელ ნაკაიძეს გადასაწყვეტი ექნება, დარჩეს პარტიაში ან გავიდეს

0

„ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივნის აკაკი ბობოხიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ დღეს პარტია პარლამენტში არშესვლის გადაწყვეტილებას მიიღებს, პარტიის წევრს, ტარიელ ნაკაიძეს, რომელსაც დეპუტატის მანდატი აქვს, მოუწევს გადაწყვეტილების მიღება. როგორც ბობოხიძემ აღნიშნა, პარტია პარლამენტში შესვლის საკითხს „კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს”.

„არა მგონია, მაგრამ თუ თეორიულად პარტია მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ შეუერთდეს პარლამენტში შემსვლელ პარტიათა რიცხვს, მაშინ, ბუნებრივია, ბატონი ტარიელი გააგრძელებს „ევროპული საქართველოს” სახელით მონაწილეობას. თუ პარტია მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ჩვენ არ ვუერთდებით პარლამენტში შემსვლელ პარტიათა ჯგუფს, ასეთ შემთხვევაში, ბატონ ტარიელს გადასაწყვეტი ექნება, დარჩეს პარტიაში ან გავიდეს პარტიიდან იმიტომ, რომ ჯერჯერობით საკითხი ასე დგას, პარტიამ გააგრძელოს თუ არა პარლამენტში მუშაობა”, – განაცხადა ბობოხიძემ.

ამასთან მისი თქმით, პარტიას არ აქვს არანაირი ვალდებულება, რომ მედიატორ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტზე ხელმომწერთა რიგებს შეუერთდეს.

„წინასწარი მოლოდინებიდან გამომდინარე, ჩვენ არათუ შარლ მიშელის დოკუმენტზე, არამედ პარლამენტში შესვლის საკითხსაც კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებთ. თეორიულად, თუკი დავუშვებთ, რომ პარლამენტში შესვლა შესაძლებელია, მიმაჩნია, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე ფორმალური მიერთება არის სრულიად აბსურდული იმიტომ, რომ შეთანხმება შემდგარია იმ სუბიექტებს შორის, რომლებმაც ხელი მოაწერეს ამ შეთანხმებას და კეთილი უნდა ინებონ, როდესაც ურთიერთპასუხისმგებლობას იღებდნენ, ეს შეთანხმება შესასრულებელია მთელი თავისი შინაარსით იმ სუბიექტებს შორის, ვინც ხელი მოაწერა თავის დროზე. ასე რომ შევა ვინმე დამატებით თუ არა, ეს არ ცვლის არც შინაარს და არც ვალდებულებას, ამიტომ, არანაირი ვალდებულება, მითუმეტეს, „ევროპულ საქართველოს”, რომელიც პარლამენტში შესვლის საკითხსაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, შარლ მიშელის დოკუმენტზე ფორმალური არანაირი ვალდებულება არ აქვს”,- განაცხადა ბობოხიძემ.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Гонконг (ATP). 2-й круг. Хачанов сыграет с Нисикори, Фис – с Бергсом, Норри – с Сонего






Наша «Прекрасная няня». Могилу актрисы Заворотнюк украсили к Новому году

Звёздные предсказания: что нам готовит 2025 год по мнению ведущих астрологов

МХАТ имени Кехмана, Театр-стадион «У футбольных Никитских ворот», Театр-ЗАГС «Супружество актеров Таганки» и другие выкрутасы театральной нейросети

«Желаю родить детей»: Лариса Долина в Новом году напомнила о семейных ценностях