Добавить новость
ru24.net
World News
Май
2021

ფუნდამენტურად იცვლება საარჩევნო რეგულაციები, რომლებიც საბაბსაც კი არ დატოვებს, რომ ვინმემ რაიმე ტიპის მანიპულაციაზე ისაუბროს

0

ფუნდამენტურად იცვლება საარჩევნო რეგულაციები, რომლებიც საბაბსაც კი არ დატოვებს იმისათვის, რომ ვინმემ რაიმე ტიპის მანიპულაციაზე ისაუბროს – გვსურს, რომ უკვე არსებული პროექტი დასკვნისთვის ვენეციის კომისიაში გავაგზავნოთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ რეფორმასთან დაკავშირებით ყველა პრინციპული საკითხი შეთანხმებულია.

„ეს არის ფუნდამენტური საარჩევნო ცვლილებები, რომლებიც საბაბსაც კი არ დატოვებს იმისათვის, რომ ვინმემ ისაუბროს რაიმე ტიპის მანიპულაციაზე, ამის ნიშნებზე, ან ა.შ. ფუნდამენტურად იცვლება საარჩევნო რეგულაციები, ამაში იგულისხმება მუნიციპალური საარჩევნო სისტემის ცვლილება, იგულისხმება საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობის ცვლილება, მნიშვნელოვნად იზრდება ოპოზიციის წარმომადგენლობა საარჩევნო კომისიებში, შემოღებული იქნება 100- მეტრიანი რადიუსი, უბნების მინიმუმ 10% გადაითვლება და ა.შ. – ეს არის ის ფუნდამენტური ცვლილებები, რომლებიც მოიტანს წინსვლას არჩევნების და საარჩევნო პროცედურების დახვეწის კუთხით. ჩვენი პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ უნდა ვიმოქმედოთ არსებული შემადგენლობიდან გამომდინარე, თუმცა ხდება ბუნებრივია მისი განახლება, საარჩევნო ადმინისტრაციაში 17-დან მინიმუმ 10 ახალი წევრი იქნება. ყველა პრინციპული საკითხი არის შეთანხმებული და ჩვენ გვსურს, რომ უკვე არსებული პროექტი დასკვნისთვის ვენეციის კომისიაში გავაგზავნოთ“, – განაცხადა კობახიძემ.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Елена Рыбакина

В сети появилось трогательное видео Рыбакиной с детьми






Жители Камчатки стали чаще выезжать в командировки

Эксперты рассказали о туристических направлениях весной

«Всю эту шоблу прогоним через сито закона»: в Госдуме предложили ответить Азербайджану на закрытие «Русского дома» в Баку

"Даже если все русские будут мертвы": В США возмутились ядерным оружием России - сотрут в пыль без "красной кнопки"