Добавить новость
ru24.net
World News
Май
2021

ევროპაში მნიშვნელოვანი შეხვედრების წინ ბლინკენი არქტიკის მილიტარიზაციის წინააღმდეგ გამოვიდა

0
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დიპლომატიური ტურნეს წინ, რომლის დროსაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან პირველ მოლაპარაკებებს გამართავს პირისპირ, განაცხადა, რომ ვაშინგტონი შეშფოთებულია შეიარაღების განთავსებით არქტიკაში, რომელიც სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოებისთვის.


„ჩვენ შეშფოთებული ვართ არქტიკაში სამხედრო ხასიათის საქმიანობის გააქტიურებით,.. რაც ზრდის ინციდენტების ალბათობას... და ძირს უთხრის საერთო მიზანს რეგიონის მშვიდობიანი და მდგრადი მომავლის თაობაზე,“ განაცხადა ბლინკენმა 18 მაისს რეიკიავიკში, სადაც ოთხშაბათს რვა ქვეყნის მონაწილეობით დაიწყებს მუშაობას ატლანტიკური საბჭოს შეხვედრა. „ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ რეგიონის მილიტარიზაცია,“ დასძინა მან.


სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტურნეს დაწყებამდე განაცხადა, რომ ბლინკენი „მხარს დაუჭერს ძალისხმევას, რომ არქტიკა დარჩეს მშვიდობიანი, კონფლიქტებისგან თავისუფალი რეგიონი, სადაც არქტიკული საბჭოს წევრები თანამშრომლობენ საერთო პრიორიტეტების გარშემო, რათა დაიცვან არქტიკის მოსახლეობის კეთილდღეობა და რეაგირება მოახდინონ კლიმატური კრიზისის განუწყვეტლივ მზარდ საფრთხესა და შედეგებზე.“


ბლინკენსა და ლავროვს შორის შეხვედრა 20 მაისს შედგება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ის და ბლინკენი განიხილავენ „ორმხრივი ურთიერთობებისა და საერთაშორისო დღის წესრიგის საკვანძო საკითხებს.“



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Сантьяго (ATP). Финал. Баес сыграет с Дьере






Песков: Кремль согласен с Трампом, что тот «ничего не дал России, кроме горя»

Актер «Ералаша» и «Солдат» Кассинский устроил в поезде дебош на почве ревности

Toyota Highlander 2025 поступил в продажу в России по высокой цене

С начала 2024 года 965 работодателей в Москве и Московской области получили компенсацию расходов на мероприятия по охране труда