Добавить новость
ru24.net
World News
Май
2021

ოკუპირებულ აფხაზეთს გერმანიის საელჩომ 46 000 ევროს ღირებულების სამედიცინო დახმარება გადასცა

0
გერმანიის საელჩომ საქართველოში კოვიდ-19-თან საბრძოლველად სამედიცინო დაწესებულებებს სოხუმსა და გუდაუთაში 46 000 ევროს ღირებულების სამედიცინო დახმარება გადასცა. საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, დახმარების მიზანია, გაუმჯობესდეს დიაგნოზის დასმის შესაძლებლობები, მკურნალობა და სამედიცინო პერსონალის დაცვა.


საელჩოს ცნობით,  დახმარებაში შედის გენერატორები, ჟანგბადის კონცენტრატორები, ულტრაიისფერი ნათურები, პულსოქსიმეტრები, სწრაფი ტესტები, დამცავი ნიღბები და სადეზინფექციო საშუალებები.




რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის კორონავირუსისგან დაცვის ოპერატიული შტაბის თანახმად, 17 მაისის მონაცემებით, გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში განთავსებული 56 პაციენტიდან კორონავირუსი დადასტურებული აქვს 44-ს, ხოლო სოხუმის საავადმყოფოში კორონავირუსისგან ინფიცირებული 28 პაციენტი მკურნალობს, 17 ინფიცირებულია განთავსებული ოჩამჩირის საავადმყოფოში, 18 გაგრაში, ხოლო -7 ტყვარჩელში. 


არსებული ინფორმაციით, 17 მაისის მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი სულ 15 051 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 226, გამოჯანმრთელდა 14031 ინფიცირებული.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса