რუსეთის დუმის კანონპროექტმა შესაძლოა არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალოს ნავალნის მომხრეებს
კანონპროექტის მიხედვით, ის გავრცელდება ისეთი ორგანიზაციების მომხრეებზეც, რომლებსაც მათთან კავშირი ჰქონდათ აკრძალვამდე სამი წლის განმავლობაში. პოტენციურად ეს პარლამენტში არჩევას აუკრძალავს ალექსეი ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდს, თუკი სასამართლო მას ექსტრემისტულ ორგანიზაციად აღიარებს. ეს საქმე უკვე განიხილება სასამართლოში.
ნავალნის თანამებრძოლმა ლეონიდ ვოლკოვმა განაცხადა, რომ კანონპროექტი სპეციალურად ნავალნის გუნდისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ არის შექმნილი. მისი შეფასებით, აკრძალვა შეიძლება შეეხოს დაახლოებით 200 ათას ადამიანს, რომლებიც შეწირულებებით ეხმარებოდნენ ოპოზიციონერის ფონდებს.