Добавить новость
ru24.net
World News
Май
2021

TDI საპატრიარქოს და ხელისუფლებას ანდრია ჯაღმაიძის განცხადების დაგმობისკენ მოუწოდებს

0
დმანისში განვითარებული მოვლენების საკითხზე საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადების გამო შეშფოთებას გამოხატავს ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI).


„მიგვაჩნია, რომ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მხრიდან საქართველოს მოქალაქეების „არასახარბიელო” ეთნიკური კუთვნილების მქონე ჯგუფად მოხსენიება შეურაცხმყოფელია, აძლიერებს ეთნიკურ და რელიგიურ შეუწყნარებლობას, ხელს უწყობს შუღლის გაღვივებას და კიდევ უფრო მეტად ახალისებს ძალადობას.


თავის პოზიციაში დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ჟურნალისტების მიმართ აგრესიის გამოხატვის გამართლებასაც ცდილობს.


აქვე უნდა ითქვას, რომ ბოლო პერიოდში მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების ძალადობრივმა ქმედებებმა, მედიის წინააღმდეგ სიძულვილის გაღვივებამ, ჟურნალისტებზე თავდასხმამ ან მათზე თავდასხმის გამართლებამ საგანგაშო ხასიათი მიიღო. საქართველოს საპატრიარქოს არცერთი ძალადობრივი ქმედება არ დაუგმია და საჯაროდ ბოდიში არ მოუხდია საზოგადოების წინაშე“, - ნათქვამია განცხადებაში.


ორგანიზაცია საპატრიარქოსა და ხელისუფლებას ანდრია ჯაღმაიძის განცხადების დაგმობისკენ მოუწოდებს.


ანდრია ჯაღმაიძე 18 მაისს „ფეისბუკის“ პირად გვერდზე გამოეხმაურა დმანისში ადგილობრივ მოსახლეობას შორის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებს და ეთნიკური ქართველებითა და აზერბაიჯანელებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონი „არასახარბიელო ეთნიკური ბალანსის მქონე რეგიონად” მოიხსენია.


„აქ მცხოვრები ქართველების „ეკომიგრანტებად მოხსენიება" არის მიზანმიმართული შეურაცხყოფა ამ ადამიანებისა, უფრო მეტიც, ეს სახელმწიფოებრივი დანაშაულია, რომელიც ემსახურება ყოფითი ინციდენტის მაშტაბის გაზრდას, მის ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაყვანის მცდელობას და ისედაც არასახარბიელო ეთნიკური ბალანსის მქონე რეგიონში ეთნიკურად ქართული მოსახლეობის დაკნინებას, სწორედ ეს უსამართლობა იყო მოსახლეობის მხრიდან ჟურნალისტებისადმი გამოვლენილი აგრესიის საფუძველიც“, - აღნიშნა დეკანოზმა.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Екатерина Александрова

Александрова не смогла пройти в третий круг турнира в Индиан-Уэллсе






Предупреждение о непогоде в Башкирии: ожидаются метель, гололед и сильный ветер

КОТ НА КРЫШЕ ГОЛУБИ ТИШЕ

«До старости лучше не доживать!» Муромов и Дубовицкая пожаловались на нищенскую пенсию

Суд над Иваном Поповым: После ареста генерала адвокат поймал Фемиду на двойном нарушении