Добавить новость
ru24.net
World News
Май
2021

ტარიელ ნაკაიძემ „ევროპული საქართველო" დატოვა და პარლამენტში შედის

0
„ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პარტიის საპარლამენტო სიაში მყოფმა ტარიელ ნაკაიძემ უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.


როგორც პარტიის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას განუმარტეს, ნაკაიძეს სურდა, პარლამენტში „ევროპული საქართველო" წარმოედგინა, მაგრამ თავად პარტიამ პარლამენტში არშესვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შემდეგ ნაკაიძემ პარტია დატოვა და საქმიანობას პარლამენტში გააგრძელებს.


2020 წლის 31ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ოფიციალური შედეგებით, „ევროპული საქართველო" მესამე ადგილზე გავიდა, „ქართული ოცნებისა" და ენმ - „ძალა ერთობაშიას“ შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ პარტიამ მე-10 მოწვევის პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა, პარტიის სიით გასული ხუთი დეპუტატიდან, ოთხმა (დავით ბაქრაძემ, შალვა შავგულიძემ, არმაზ ახვლედიანმა, ტარიელ ნაკაიძემ) პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. ელენე ხოშტარიამ კი პარტიის დატოვების მიუხედავად, პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Елена Рыбакина

Елена Рыбакина за 9 минут выиграла матч в США






Производство тюльпанов в Калининградской области увеличится на 30%

НПС модернизирует подмосковный участок М-4 «Дон» с опережением графика

Жителям Подмосковья разъяснили тонкости оформления единого пособия на детей

Объем привлеченных средств в Программу долгосрочных сбережений значительно увеличится