Добавить новость
ru24.net
World News
Май
2021

ბელარუსში ბლოკირებულია საიტი TUT.BY. თანამშრომლები კი დააკავეს „გადასახადების გადაუხდელობის“ ბრალდებით

0
ბელარუსში სამართალდამცველებმა უდიდესი პორტალის TUT.BY-ის თანამშრომლების სახლებსა და ასევე რედაქციის ოფისში ჩაატარეს ჩხრეკა სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც „განსაკუთრებით დიდი ოდენობის გადასახადების გადახდაზე უარის თქმის მუხლით“ არის აღძრული.





როგორც გამოცემა იუწყება, 18 მაისის დილით პორტალ TUT.BY-ის რამდენიმე რედაქტორთან, მათ შორის, მთავრ რედაქტორ მარინა ზოლოტოვასთან, საცხოვრებელ სახლებში ფინანსური გამოძიების დეპარტამენტის თანამშრომლები მივიდნენ. ჩხრეკა ჩატარდა ასევე გამოცემის რეგიონულ ოფისებში.



ამის შემდეგ, როგორც TUT.BY-იუწყება, კავშირზე აღარ გამოსულა სხვადასხვა გამოცემის რამდენიმე ჟურნალისტი და ფოტოგრაფი, რომლებიც ოფისთან მივიდნენ. მინსკის პოლიციის სამართველოში არ ადასტურებენ რომელიმე ჟურნალისტის დაკავებას.





პორტალ TUT.BY-ის დომენი ბლოკირებულია და მასზე წვდომა შეუძლებელია საზღვარგარეთიდან და ასევე სხვადასხვა პროვაიდერიდან. პორტალის თანადამფუძნებლის, კირილ ვოლოშინის თანახმად, TUT.BY კერძოდ დაბლოკილია პროვაიდერ „ბელტელეკომსა“ და მობილურის ოპერატორ МТС-ზე.





მოგვიანებით ბელარუსის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ TUT.BY დაბლოკილია „რიგ პუბლიკაციაში კანონით აკრძალული ინფორმაციისა და მასობრივი ინფორმაციის შესახებ კანონის მრავალმხრივი დაღვევის გამო“.



დამოუკიდებელი პორტალი TUT.BY - ერთ ერთი ყველაზე პოპულარული ინტერნეტrესურსია ბელარუსში. მას ყოველთვიურად დაახლოებით 20 მილიონი მომხმარებელი სტუმრობს, რომელთაგან 70% ბელარუსის 25-დან 44 წლამდე ასაკის მოქალაქეები არიან. პორტალი დიდ უკმაყოფილებას იწვევს ბელარუსის ხელისუფლებაში, რომელიც სულ ცდილობს, რომ ან დახუროს ეს ინტერნეტრესურსი, ან ლუკაშენკას მომხრედ აქციოს.


გასული წლის დეკემბერში TUT.BY-ს ჩამოერთვა მედიის სტატუსი, ხოლო მის ჟურნალისტ ეკატერინა ბორისევიჩს მარტში 6 თვით პატიმრობა შეუფარდეს იმის გამო, რომ დაწერა სტატია რომან ბონდარენკოზე, რომლის სიკვდილის ვერსია ეწინააღმდეგებოდა ხელისუფლებისას. ეკატერინა ბორისევიჩმა დაადგინა, რომ მინსკელი რომან ბონდარენკოს სისხლში არ აღმოჩნდა ალკოჰოლი, რასაც ხელისუფლება ამტკიცებდა.



მინსკის მკვიდრი რომან ბონდარენკო, 12 ნოემბერს, სამართალდამცველების მხრიდან დემონსტრანტების წინააღმდეგ ჭარბი ძალის გამოყენებას შეეწირა.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Юлия Путинцева

Теннисистка Путинцева: решила выступать за Казахстан из-за лучших условий






Алтайский край вошел в список популярных направлений для новогодних поездок

Сотрудники Росгвардии задержали дебошира в одном из московских хостелов

СМИ: У жены Башара Асада обнаружили рак

Знакомая Тиммы рассказала о флирте Седоковой с мужчинами во время его матчей