Добавить новость
ru24.net
World News
Май
2021

გოგი წულაია მოსამართლისა და პროკურორის აცილებას ითხოვს

0
პოლიტიკოსი გოგი წულაია საპატიმრო დაწესებულებაში ერთი კვირაა შიმშილობს, მოსამართლისა და პროკურორის აცილების მოთხოვნით. ციხიდან გავრცელებულ განცხადებაში იგი წერს, რომ მისი წინასწარი პატიმრობის გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილება წინასწარ იყო მიღებული:


„10 მაისის სასამართლო პროცესზე, რომელიც წინასწარ იყო დაგეგმილი, შოთაძის მონა პროკურორმა და მურუსიძის მონა მოსამარათლემ წინასწარი პატიმრობა ორი თვით გამიხანგრძლივეს, რომლის შემდგომ ვეღარ მოვითმინდე და დედა მოვუკითხე, ორივე ძალიან მოწადინებული იყო ჩემი დაჭერით და ამ ფაქტის მერე რას იზამენ ხომ წარმომიდგენია.


მივიღე გადაწყვეტილება უკვე ერთი კვირაა ვშიმშილობ, არ ვიღებ არც მედიკამენტებს, მოთხოვნა ერთია გამიკეთონ აცილება მოსამართლეზე და ასევე პროკურორზე, რომელიც ჩემ დაჭერისას მონაწილეობას იღებდა ჩემს წამებაში და ღირსების შელახვაში“, - წერს გოგი წულაია.


პოლიტიკოსი გოგი წულაია ძალადობის ბრალდებით 17 მარტს დააკავეს. მოგვიანებით მას ბრალდება დაუმძიმდა. საქართველოს პროკურატურამ ბრალი გოგი წულაიას 18 მარტს წარუდგინა. ბრალდება ითვალისწინებს ძალადობით ჩადენილ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას (სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილი), რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა გოგი წულაია მას შემდეგ დააკავეს, რაც მან ნაქირავებ ბინაში ნაცნობ ქალზე იძალადა.


თბილისის საქალაქო სასამართლომ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ძალადობაში ბრალდებულ გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ის ამ დრომდე პატიმრობაში რჩება. გოგი წულაია ბრალდებას უარყოფს. პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას, მან დაკავების პირველ დღეებშიც მიმართა. 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Новак Джокович

«Деньги, девочки, казино». Новак Джокович процитировал Даниила Медведева на AO-2025






Не успел новый собственник купить у властей недострой в Нижнесакмарском, как продает его в разы дороже

Астроном Кошман: ближайший большой парад планет произойдёт в 2040 году

Суд частично удовлетворил иск МО к Центру Хруничева на более чем 111 млн рублей

Багреева: 800 млн рублей сэкономил нацпроект транспортным компаниям Москвы