"ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის" პროგრამის დირექტორ მაკა გოგიას თქმით, უფასო ტესტირების ევროპული კვირეულის ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების გარდა, ქსელი უფასო ტესტირებას სთავაზობს ზოგად მოსახლეობასაც. ტესტირება 11 ქალაქში ტარდება, თბილისში - ოთხ ადგილას. მისამართები ქსელის ფეისბუკის საიტზეა.