Добавить новость
ru24.net
World News
Июнь
2021

ბელარუსის კანონმდებლებმა პირველი წაკითხვით მიიღეს კანონპროექტი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ

0
ბელარუსის კანონმდებლებმა პირველი წაკითხვით მიიღეს კანონპროექტი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ, რომელიც კენჭისყრის ერთ დღეს აწესებს ყველა არჩევნებისთვის, რის გამოც, სავარაუდოდ, გადაიდება ადგილობრივი არჩევნები და ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას მიერ დაპირებული რეფერენდუმი.


ცვლილებები, რომლებსაც ლუკაშენკამ დაუჭირა მხარი გასულ თვეში, პარლამენტმა მიიღო 25 ივნისს, საკანონმდებლო ორგანოს მიმდინარე სესიის უკანასკნელ დღეს. მეორე წაკითხვა მოეწყობა შემოდგომაზე, როცა პარლამენტი მუშაობას განაახლებს.


ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ლიძია იარმოშინამ განაცხადა, რომ თუკი პარლამენტი ცვლილებებს მიიღებს, შემდეგი მუნიციპალური არჩევნები, რომელიც 2021 წლის ბოლოს ან 2022 წლის დასაწყისში უნდა გამართულიყო, 2023 წლამდე გადაიდება.


თავის მხრივ, ამის გამო, როგორც ჩანს, გადაიდება საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმი, რომლის პირობაც დადო ლუკაშენკამ.


იარმოშინამ ადრე გამორიცხა რეფერენდუმისა და მუნიციპალური არჩევნების ერთდროულად ჩატარება.


ლუკაშენკას ოპონენტები ეჭვს გამოთქვამენ საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე და ამბობენ, რომ მისი მიზანია, ლუკაშენკას ხელისუფლების შენარჩუნებაში დაეხმაროს მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ არ აღიარა 9 აგვისტოს არჩევნებში მისი გამარჯვება.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Роттердам (ATP). 1-й круг. Хуркач борется с Коболли, Медведев сыграет с Вавринкой, Циципас – с Майо






Черная волна: загрязнение мазутом может дойти до Болгарии и Турции

Заместитель Губернатора Павел Креков посетил школу №2, ответил на вопросы молодежи и провел совещания

Доктор Юзуп рассказала, как превентивная медицина спасает женщин от эндометриоза

Напишите нам о себе или нашем подопечном. Новости фонда «АиФ. Доброе сердце»