Добавить новость
ru24.net
World News
Июнь
2021

ფოთში სამკერვალო ფაბრიკის 19 თანამშრომელი სავარაუდოდ მოიწამლა

0
ფოთში, სამკერვალო ფაბრიკა „აჭარა ტექსტილიდან“ კვებითი ინტოქსიკაციის ნიშნებით 19 თანამშრომელი კლინიკა "ლაზიკამედში" გადაიყვანეს. რადიო თავისუფლებას ფოთის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნინა მხეიძემ უთხრა, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.


„პაციენტები არ არიან მძიმე, არიან მსუბუქი და მათ კლინიკაში უტარდებათ გადასხმა“, - განმარტა ნინა მხეიძემ.


დაზუსტებით რამ გამოიწვია მოწამვლა, ამ დროისთვის უცნობია.  ფაბრიკაში სურსათის უვნებლობის სამსახურის წარმომადგენლები და სამართალდამცველები იმყოფებიან. მიმდინარეობს გამოძიება.


კომპანიის დირექტორის გია ლომინაძის თქმით, საწარმოს საკვებით ამააგებს დაქირავებული კომპანია, რომელთანაც ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული.  მათ მიერ მოწოდებულ საკვებს კომპანიის 1500-მდე თანამშრომელი იღებს. 


მისი სიტყვებით, უცნობია, რას შეიძლება გამოეწვია თანამშრომლების შესაძლო ინტოქსიკაცია.


თავდაპირველად გავრცელდა ცნობა რომ მოიწამლა ფაბრიკის 50-მდე თანამშრომელი, რასაც ჯანდაცვის ცენტრში არ ადასტურებენ.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Елена Рыбакина

Прямая трансляция стартового матча Елены Рыбакиной на турнире за миллион долларов






Забайкальский край демонстрирует рекордный рост ЗОЖ-активистов

Сервисы назвали самые популярные направления на 8 Марта и 23 Февраля

Напишите нам о себе или нашем подопечном. Новости фонда «АиФ. Доброе сердце»

Махмуд Аббас будет присутствовать на параде Победы в Москве