Добавить новость
ru24.net
World News
Июнь
2021

მოსკოვში აშშ-ის საელჩომ ცისარტყელას ფერებიანი დროშის დღე აღნიშნა

0
მოსკოვში აშშ-ის საელჩომ ლგბტ დროშა გამოკიდა ცისარტყელას ფერებიანი დროშის დღესთან დაკავშირებით.


„ადამიანის უფლებები უნივერსალურია. ყოველი ადამიანი იმსახურებს იმას, რომ იცხოვროს სიძულვილის, წინასწარგანწყობებისა და დევნისგან თავისუფალი ცხოვრებით“, ნათქვამია დიპლომატიური მისიის განცხადებაში, რომელიც სოცქსელებით გავრცელდა.




რუსეთში აშშ-ის ელჩი ჯონ სალივანი მიუერთდა რუსეთში სხვა ელჩებისა და დიპლომატიური მისიების დროებით რწმუნებულთა განცხადებას ყველა ადამიანის, მათ შორის, ლგბტ პირების უფლებების დაცვის მნიშვნელობის თაობაზე.




ერთი წლის წინ მოსკოვში აშშ-ის საელჩომ ცისარტყელას დროშა შენობის ფასადზე განათავსა. მაშინ აშშ-ის საელჩოს ქმედება რუსეთის ზოგიერთმა პოლიტიკოსმა გააკრიტიკა.


რუსეთში 2013 წლიდან მოქმედებს „კანონი არასრულწლოვანთა შორის გეი პროპაგანდის აკრძალვის“ შესახებ. ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ და გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტმა ის დისკრიმინაციულად მიიჩნიეს.


ცისარტყელას ფერებიანი დროშა პირველად 1978 წლის 25 ივნისს აღმართა სან-ფრანცისკოში გეი აღლუმზე ამერიკელმა მხატვარმა და აქტივისტმა გილბერტ ბეიკერმა.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

WTA официально приняла решение по Рыбакиной






Овчинский: В январе павильон «Макет Москвы» на ВДНХ установил рекорд по посещаемости за семь лет работы

Дугин: Τpaмпοвцы οκaɜaлиcь в пοлοжeнии нac, нο пcиxуют

В Подмосковье врачи прооперировали школьника, который проглотил флешку

Надежность электроснабжения повысят в 36 округах Подмосковья в 2025 году