თამარ კორძაიას კითხვა ირაკლი ღარიბაშვილს: თუ ხართ მზად "ღირსების მარშის" მხარდასაჭერად
"5 ივლისის აქცია ახსენეს აქ. პერსონალურად თქვენ თუ გრძნობთ, როგორც პრემიერ-მინისტრი იმას, რომ თქვენი პერსონალური მისვლა "თბილისი პრაიდის" ღირსების მარშზე უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას და თუ ხართ მზად მიხვიდეთ და მხარი დაუჭიროთ მათ", - ჰკითხა კორძაიამ ღარიბაშვილს.
პროცედურის მიხედვით, დეპუტატების კითხვებს პრემიერმა ყველას გამოსვლის შემდეგ უნდა უპასუხოს.
კორძაიამ პარლამენტში დეპუტატის მანდატი არაერთხელ გამოიყენა ლგბტქ თემის უფლებებზე სასაუბროდ. რამდენიმე დღის წინ, 18 ივნისს მან სახალხო დამცველს სთხოვა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მოწოდება გაევრცელებინა "ღირსების მარშის" ღირსეულად ჩასატარებლად.