ღარიბაშვილის დაპირებაა, რომ 2025 წელს ყველა ქალაქს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება
"2030 წელს მთელი ქვეყნის მოსახლეობას ექნება სრული წვდომა ლიცენზირებულ და ხარისხიან წყალმომარაგებაზე. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა", - განაცხადა პრემიერმა.
საქართველოში მუდმივად ტარდება უწყვეტი წყალმომარაგების სამუშაოები და ამაში ბიუჯეტიდან თუ დონორებისგან ქვეყნისთვის მიცემული ფული იხარჯება. აუდიტის სამსახურის დასკვნებშიც არაერთხელ თქმულა, რომ შესრულებული სამუშაოები უხარისხოა და მოსახლეობა კვლავ წყალმომარაგების გარეშეა დარჩენილი.