Добавить новость
ru24.net
World News
Июнь
2021

ირაკლი ღარიბაშვილი 2020 წლის აგროსასურსათო ექსპორტს 2012 წლისას ადარებს

0
„აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა 2020 წელს 942 მლნ დოლარს გადააჭარბა, რაც 84.5%-ით აღემატება 2012 წლის მაჩვენებლებს”, - თქვა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას. პრემიერის მიერ მოყვანილი მონაცემები ფაქტობრივ უზუსტობას შეიცავს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, ექსპორტის დადებითი დინამიკის მიუხედავად, გასული სამი წლის განმავლობაში აგროსასურსათო ექსპორტი მნიშვნელოვნად არ გაზრდილა, 2012 წლიდან 2020 წლამდე კი მხოლოდ გაორმაგდა. 2015 წელს საქართველომ 511 მილიონი დოლარის ექსპორტი განახორციელა, 2020 წელს - 942 მილიონი დოლარის ოდენობის.




2020 წლის მონაცემებით, საქართველოდან აგროსასურსათო პროდუქტების ექსპორტი 92 ქვეყანაში განხორციელდა.


ძირითადად ექსპორტირებულია:



ღვინო (22%); სპირტიანი სასმელები (14%); მინერალური და მტკნარი წყლები (12%); თხილი (10%); უალკოჰოლო გაზიანი სასმელები (3%); სიგარეტი (3%).


2020 წელს, აგროსასურსათო პროდუქციის ძირითადი საექსპორტო ბაზრებია:



რუსეთი (287 მლნ აშშ დოლარი); ევროკავშირი (163 მლნ აშშ დოლარი); აზერბაიჯანი (100 მლნ აშშ დოლარი); უკრაინა (93 მლნ აშშ დოლარი); სომხეთი (54 მლნ აშშ დოლარი); ყაზახეთი (35 მლნ აშშ დოლარი); ბელარუსი (32 მლნ აშშ დოლარი).


„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი უნდა იყოს საგარეო ვაჭრობის განვითარება. დღეს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით ვსარგებლობთ 45 ქვეყანასა და ერთ საბაჟო ადმინისტრაციულ ერთეულთან. ჩვენ ვმუშაობთ, რომ ამას მომდევნო წლების განმავლობაში დაემატოს 11 ქვეყანა.


ასევე მინდა დამატებით გითხრათ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, სააგენტო "აწარმოე საქართველოში" 2000-ზე მეტ კომპანიას დაეხმარება ექსპორტის განხორციელებაში“, - თქვა პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.


 


 


 


 


 


 


 


 


 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Роттердам (ATP). 1-й круг. Хуркач борется с Коболли, Медведев сыграет с Вавринкой, Циципас – с Майо






MOMRI: 29% россиян начали уделять больше внимания своему здоровью

Иностранным студентам выдали свыше 257 тысяч учебных виз в 2024 году

Чернышенко заявил о важности проектов в сфере технологического лидерства России

На Алтае студент после "неожиданного подвоха" перевел мошенникам 116 тысяч рублей