Добавить новость
ru24.net
World News
Июнь
2021

გიორგი გახარია არ პასუხობს კითხვას, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი არაფორმალური მმართველი

0
საქართველოს ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია არ პასუხობს კითხვას, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის არაფორმალური მმართველი. "ამერიკის ხმის" ჟურნალისტმა ამ საკითხზე მას კითხვა რამდენჯერმე დაუსვა თუმცა ცალსახა პასუხი ვერ მიიღო.


"არაფორმალური გავლენის ჯგუფების პრობლემა ქვეყანაში არის და ეს ფაქტია. ამას მარტო მე კი არ ვამბობ... ივანიშვილი დღეს ქვეყანაში ყველაზე გავლენიანია", - თქვა გახარიამ.


მას ჟურნალისტმა დამაზუსტებელი კითხვა დაუსვა, იყო თუ არა ბიძინა ივანიშვილი არაფორმალური მმართველი, რაზეც ასეთი პასუხი მიიღო:


"შემდეგი შეკითხვა... არ არის ეს სწორად დასმული".


ინტერვიუს დროს ჟურნალისტი დაინტერსდა, რატომ ურეკავდა გახარია ივანიშვილს, თუ ის არ არის არაფორმალური მმართველი.


"მე მომეჩვენა, რომ ბატონი ბიძინა იმ მომენტში რამდენიმე მინისტრს მართავდა. მათ გარკვეულ დავალებებს აძლევდა. ეს მომეჩვენა და ამის გასარკვევად ვრეკავდი... ამ თემაზე აღარ გიპასუხებთ", - ამბობს გახარია.


გახარიამ ახალი პარტია რამდენიმე კვირის წინ დააფუძნა. იმის მიუხედავად, რომ აკრიტიკებს თავის ყოფილ კოლეგებს "ქართული ოცნებიდან", ის თავს იკავებს ბიძინა ივანიშვილის ნეგატიურ როლზე საუბრისგან.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Анна Блинкова вышла во второй круг турнира WTA-250 в Клуж-Напоке, обыграв Соррибес-Тормо






Андрей Коршунов: кто-то поет между двух миров…

Врач-онколог Утяшев призвал не злоупотреблять соляриями

Московский суд оштрафовал музыкальный сервис Spotify на 10 миллионов рублей

Современные технологии применяются в ЛОР-отделении Дмитровской больницы