Добавить новость
ru24.net
World News
Июнь
2021

უახლოეს მომავალში, დელტას ბაზაზე დავიწყებთ ამერიკული M4-ის ტიპის შაშხანების წარმოებას, მომავალი წლიდან ვგეგმავთ უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას

0

თავდაცვის მიმართულებით კიდევ ერთხელ მინდა, ჩამოვაყალიბო ჩვენი გეგმები. ჩვენი გრძელვადიანი პრიორიტეტია ჯავშანსაწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო, დაზვერვისა და თვალთვალის, საინჟინრო შესაძლებლობების განვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, პრიორიტეტი უნდა იყოს სამხედრო მრეწველობის განვითარება.

„უახლოეს მომავალში დელტას ბაზაზე, ებრაულ კომპანიასთან ერთად, დავიწყებთ ამერიკული M4-ის ტიპის შაშხანების წარმოებას. მომავალი წლიდან, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, ვგეგმავთ უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას ადგილზე, დელტას ბაზაზე. სამხედროების ბინებით უზრუნველყოფის ჩვენი პროექტის ფარგლებში, უკვე გაისად 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს ბინას და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. 2030 წელს ჩვენ გვექნება ეფექტიანი, თანამდეროვედ აღჭურვილი საბრძოლო ძალა, რომელიც შეძლებს ადეკვატურად მოახდინოს საფრთხეებზე დროული რეაგირება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Анна Блинкова вышла во второй круг турнира WTA-250 в Клуж-Напоке, обыграв Соррибес-Тормо






Россия запустит регулярные авиарейсы в Абхазию к началу сезона

Невеста Григория Лепса отметила день рождения в бане в Лондоне и снялась обнажённой

С 18 лет и старше: «Выберу.ру» подготовил рейтинг лучших кредитов для молодёжи за январь 2025 года

Квартиру, где, предположительно, убили бывшего мэра Самары, опечатали 4 февраля