სემეკის შენობასთან დააკავეს ენმ-ის ახალგაზრდული მოძრაობის წევრები
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მოითხოვდნენ სემეკის თავმჯდომარესთან, დავით ნარმანიასთან შეხვედრას.
რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში უთხრეს, რომ დაკავებულებს ედავებიან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას, რაც გულისხმობს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.
