Добавить новость
ru24.net
World News
Январь
2022

„ომიკრონის“ გამო საკარანტინო და საიზოლაციო ვადები შემცირდა

0
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 17 იანვრიდან შეიცვალა იზოლაციის და კარანტინის ვადები ვაქცინირებული, არავაქცინირებული და კოვიდგადატანილი ადამიანებისთვის.


ასიმპტომური და მსუბუქი პაციენტებისთვის:



კარანტინის ვადა განისაზღვრა 8 დღით სიმპტომების ალაგებიდან გასული უნდა იყოს 24 საათი იზოლაციის დასრულებიდან, მომდევნო 5 დღე მკაცრად არის რეკომენდებული ნიღბის ტარება


საშუალო და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის:



კარანტინის ვადა განისაზღვრა 10 დღით სახეზე უნდა იყოს მკვეთრად გაუმჯობესებული დინამიკა ბოლო 24 საათის განმავლობაში იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღე მკაცრად რეკომენდირებულია ნიღბის ტარება


როგორც სამინისტრო განმარტავს, იზოლაციის დასრულების შესახებ გადაწყვეტილებას, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, იღებს მისი ოჯახის ექიმი.


ამავე ცნობით, კარანტინის ვადები მცირდება COVID - 19-ით დაავადებულთან კონტაქტირებული პირებისთვისაც.


კარანტინს არ ექვემდებარებიან, თუმცა ეძლევათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია კონტაქტის შეწყვეტიდან მომდევნო 10 დღე:



ბუსტერ დოზით ვაქცინირებული პირები ვაქცინაციის მე-2 დოზის მიღებიდან 14-90 დღის განმავლობაში კოვიდის ინფექციის გადატანიდან 60 დღის განმავლობაში


მკაცრად, 8 დღე, ექვემდებარებიან კარანტინს და ეძლევათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია მომდევნო 9-12 დღის განმავლობაში:



არავაქცინირებულ და არასრულად ვაქცინირებულ პირებს ვაქცინაციის მე-2 დოზის მიღებიდან 1-14 დღის განმავლობაში ვაქცინის მე-2 დოზის მიღებიდან 90 დღეზე მეტი ხანგრძლივობის და ბუსტერ დოზის არმქონე პირებს პირებს კოვიდის ინფექციის გადატანიდან 60 დღის შემდგომ პერიოდში


როგორც ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, საკარანტინო ვადების შემცირება ძირითადად დაკავშირებულია COVID - 19-ის ახალი შტამის, „ომიკრონის“ მიმდინარეობის განსხვავებულ ფორმასთან, რადგან ინფიცირების პერიოდი შედარებით ხანმოკლეა, ვიდრე აქამდე არსებული შტამების შემთხვევაში.




 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса