Добавить новость
ru24.net
World News
Январь
2022

გიორგი გაბუნია „მთავარი არხის"  საინფორმაციო სამსახურის უფროსი გახდა

0
„მთავარი არხის" დამფუძნებლის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის პირველ მოადგილე და საინფორმაციო სამსახურის უფროსი გახდა გიორგი გაბუნია.


როგორც გვარამია წერს „ფეისბუკის" გვერდზე, „პოსტ ფაქტუმს" [გიორგი გაბუნიას ნაცვლად] წაიყვანს მიხეილ სესიაშვილი.


გიორგი გაბუნია ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სატელევიზიო ფიგურაა საქართველოში. ის საერთაშორისო მედიის ფოკუსში მოექცა 2019 წლის ზაფხულში, როცა პირდაპირ ეთერში, რუსულ ენაზე აგინა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს. ამის გამო, ჟურნალისტს დაემუქრა პუტინის ერთგული მოკავშირე, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი რამზან კადიროვი და „დამალვა” ურჩია. გაბუნიას გინებას გამოეხმაურა ადრესატიც და თქვა, რომ ქართველ ჟურნალისტს სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ღირსად არ თვლიდა.


გაბუნიას წინააღმდეგ დაგეგმილი შესაძლო ლიკვიდაციის მცდელობას უკავშირებენ ვლადიმირ პუტინის გინებას.




 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса