კიევში კვლავ გაისმა აფეთქება, გაჩნდა ხანძარიც
კიევის მერი ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ქალაქის ჩრდილო-დასავლეთით მტრის რაკეტა ჩამოაგდო.
თვითმხილველები ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე ხანძრის შესახებ იუწყებიან.
კიევის მერის ცნობით, დაზიანდა რამდენიმე სახლი და ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის ტერიტორია.
ადგილზე მუშაობენ მაშველები, მედიკოსები და პოლიცია.
