Добавить новость
ru24.net
World News
Март
2022

მიტ­რო­პო­ლი­ტი იო­სე­ბი: სა­სუ­ლი­ე­რო პირი რომ ამ­ბობს წმინ­დაა რუ­სე­თიო, თურ­მე რუ­სე­თი თავს რომ და­ეს­ხა უკ­რა­ი­ნას წმინ­და ყო­ფი­ლა

0

შე­მოქ­მე­დე­ლი მიტ­რო­პო­ლი­ტი იო­სე­ბი დღე­ვან­დელ წირ­ვა­ზე, საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბი­სას, უკ­რა­ი­ნა-რუ­სე­თის ომს გა­მო­ეხ­მა­უ­რა. მე­უ­ფე იო­სე­ბის თქმით, მას რცხვე­ნია იმ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის გამო, რომ­ლებ­მაც გა­ნა­ცხა­დეს, რომ უკ­რა­ი­ნა ცოდ­ვე­ბის გამო ის­ჯე­ბა.

ქა­და­გე­ბის ამ­სახ­ველ ვი­დე­ოს რე­გი­ო­ნა­ლუ­რი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა “გუ­რი­ის მო­ამ­ბე” ავ­რცე­ლებს.

“მსოფ­ლიო მე­სა­მე მსოფ­ლიო ომის ზღავრზეა. ზო­გი­ერ­თი, მათ შო­რის სა­სუ­ლი­ე­რო პირი გა­მო­დის და ამ­ბობს, უკ­რა­ი­ნა თურ­მე იმი­ტომ ის­ჯე­ბა, რომ ცოდ­ვი­ლე­ბი ყო­ფი­ლან. მე მრცხვე­ნია მათ მა­გივ­რად. რუ­სე­ბი არ ყო­ფი­ლან ცოდ­ვი­ლე­ბი… არა­და, რუ­სე­თი და­ეს­ხა თავს უკ­რა­ი­ნას. ცოდ­ვი­ლე­ბი რომ არი­ან უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი გა­სა­გე­ბია. ცოდ­ვი­ლე­ბი ჩვენც ვართ, ქარ­თვე­ლე­ბი და ყვე­ლა­ნი ვართ ცოდ­ვი­ლე­ბი და სას­ჯე­ლი ღირ­სი ვართ, მაგ­რამ ღმერ­თს ვუყ­ვარ­ვართ და მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ ცო­ცხლე­ბი ვართ. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა სა­სუ­ლი­ე­რო პირ­მა გა­ა­მარ­თლოს ბავ­შვე­ბის მკვლე­ლო­ბა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გა­ა­მარ­თლოს ერ­თმა­ნე­თის ხოც­ვა? სა­სუ­ლი­ე­რო პირი რომ ამ­ბობს წმინ­დაა რუ­სე­თიო, თურ­მე რუ­სე­თი თავს რომ და­ეს­ხა უკ­რა­ი­ნას წმინ­და ყო­ფი­ლა. ვხე­დავთ, რომ ქა­ლა­ქე­ბი მი­წას­თან გას­წო­რე­ბუ­ლია , ეს არის სიწ­მინ­დე?! ეს არის ცრუ წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა. სა­ხა­რე­ბა­ში წე­რია, რომ თვით დიდი იერ­არ­ქე­ბიც კი შეც­დე­ბი­ან და იტყვი­ან, აჰა, აქ არის ქრის­ტე, იქ არის ქრის­ტე… ეს იცით რას ნი­შან­ვს? გვას­წავ­ლი­ან იმის­გან გან­სხვა­ვე­ბულ რა­მეს რაც სა­ხა­რე­ბა­ში წე­რია.

რუ­სე­თი თურ­მე ას­რუ­ლებს ღვთის ნე­ბას, რომ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი და­სა­ჯოს. ეს არ არის ერე­სი, ხალ­ხო? ამას რომ პატ­რი­არ­ქი და ეპის­კო­პო­სე­ბი მხარს და­უ­ჭე­რენ, ნამ­დვი­ლად ერე­ტი­კო­სე­ბი არი­ან და იმათ მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბას­თან კავ­ში­რი არ აქვთ.” – გა­ნა­ცხა­და მეუფ იო­სებ­მა.

ცნო­ბის­თვის, ერთი კვი­რის წინ, სხალ­თელ­მა მთა­ვა­რე­პის­კო­პოს­მა სპი­რი­დონ­მა სა­კუ­თარ ქა­და­გე­ბა­ში გა­ნა­ცხა­და, რომ “კი­ევ­ში ყო­ველ წელს “გეი პა­რა­დი“ იმარ­თე­ბა” და შე­საძ­ლოა, უკ­რა­ი­ნა სწო­რედ ამი­ტომ ის­ჯე­ბო­დეს.

“მა­ი­და­ნი და გა­დატ­რი­ა­ლე­ბა რომ მო­ა­წყვეს უკ­რა­ი­ნა­ში, “გეი პა­რა­დით“ აღ­ნიშ­ნეს და იმის შემ­დეგ, ყო­ველ წელს “გეი პა­რა­დი“ იმარ­თე­ბა, სად? ღვთის­მშობ­ლის წილ­ხვედრ კი­ევ­ში. ამას უფა­ლი არ გა­პა­ტი­ებს, ვინ დაგსჯის, შენ­თვის რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს? და­ის­ჯე­ბი და ყვე­ლა­ზე ცუდი ის არის, რომ ძმე­ბი ხო­ცა­ვენ ერ­თმა­ნეთს“,- აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფე სპი­რი­დონ­მა




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса