ევროკავშირს ახალი „სწრაფი რეაგირების“ სამხედრო შენაერთი ეყოლება - ის 2025 წლიდან იქნება ბრძოლის უნარიანი
ახალი შენაერთი არის ნაწილი ევროკავშირის „უშიშროების პოლიტიკის კონცეფციისა“ – „სტრატეგიული კომპასისა“. მისი თანახმად, შეიქმნება სწრაფი რეაგირების შენაერთი, 5 ათასი სამხედროს შემადგენლობით. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, კრისტინა ლამბრეხტმა განუცხადა ჟურნალისტებს შეხვედრის წინ, რომ „გერმანიას შეუძლია შენაერთის ბირთვი უზრუნველყოს“.
ამ ნაბიჯით ევროპის კავშირს ექნება ინსტრუმენტების აუცილებელი ნაკრები“, რათა გახდეს თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში „რეალური გეოპოლიტიკური მოთამაშე“ ნატოსთან ერთად - დაწერა ტვიტერზე ლატვიის თავდაცვის მინისტრმა, ედგარ რინკევიჩმა.
