Добавить новость
ru24.net
World News
Июнь
2022

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ვალია ვანიშვილის სახლთან საოკუპაციო ღობე აამაღლეს

0
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, ვალია ვანიშვილის სახლთან მისულ ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს, სახლის წინ გავლებული საოკუპაციო ღობე დღეს ამაღლებული დახვდათ. მოძრაობის წევრებმა დათა ვანიშვილის ქვრივს პროდუქტები მიაწოდეს, თუმცა ეს მავთულხლართების დაწევის შემდეგ მოახერხეს.


ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ რუსები ვალია ვანიშვილის სახლთან მუდმივად პატრულირებენ და ღობის ამაღლებით, მარტოდ დარჩენილ მოხუცს სრულ იზოლაციაში აქცევენ. დავით ქაცარავამ ისიც განაცხადა, რომ მათი იქ ყოფნის პერიოდში საოკუპაციო ძალების პატრულიც გამოჩნდა, შეიარაღებულმა პირებმა დაწეული ღობის შემოწმება დაიწყეს.


დათა ვანიშვილი ოკუპაციის შედეგებისა და გამძლეობის სიმბოლოდ იქცა, მას შემდეგ, რაც 2011 წელს საოკუპაციო ძალებმა მისი საცხოვრებელი მავთულხლართებით გაჰყვეს. სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა, მიწის ნაკვეთი კი - საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. მასთან ხშირად ჩადიოდნენ საქართველოში ჩამოსული სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები და ადგილზე ხედავდნენ ე.წ. ბორდერიზაციის გამო გაყოფილ ოჯახებს, ნათესავებს და მიტაცებულ ტერიტორიებს. მიუხედავად არაერთი შეთავაზებისა, დათა ვანიშვილი არ დათანხმდა მიეღო სამხრეთ ოსეთის ე.წ. მოქალაქეობა და არც საცხოვრებელი ადგილი დაუტოვებია. ახლა იმ სახლში, მისი ცოლი, ვალია ვანიშვილია მარტოდ დარჩენილი და შვილი, ხანდახან, მალულად ახერხებს დედის მონახულებას.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса