Добавить новость
ru24.net
World News
Июнь
2022

ლომჯარია: ხვალიდან ყოველი დღე, წლის ბოლომდე, თითოეული ჩვენგანის საბრძოლველია – საქართველომ უნდა მიიღოს სტატუსი წლის ბოლოს

0

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი წლის ბოლომდე.

ნინო ლომჯარია ეხმაურება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას, მიანიჭოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და აცხადებს, რომ ხვალიდან ყოველი დღე თითოეული ჩვენგანის საბრძოლველია.

„რამდენმა იტირეთ დღეს? არა უშავს, დღეს ემოციები გვეპატიება, ხვალიდან ყოველი დღე წლის ბოლომდე არის თითოეული ჩვენგანის საბრძოლველი, ჩვენი მანდატის და შესაძლებლობების შესაბამისად.

საქართველომ უნდა მიიღოს სტატუსი წლის ბოლოს! სხვა გზა, სხვა ხსნა არ არსებობს!“,- წერს ლომჯარია.

ინფორმაციისთვის, ევროპულმა საბჭომ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის და მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი “დასახული პრიორიტეტები შესრულდება”.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса