Добавить новость
ru24.net
World News
Июль
2022

უკრაინაში დაღუპული მებრძოლი კახა გოგოლი საქართველოში ჩამოასვენეს

0
უკრაინაში, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის დროს დაღუპული კახა გოგოლის ცხედარი ჩამოასვენეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. 




რადიო თავისუფლებას უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლმა რომეო ფარულავამ უთხრა, რომ კახა გოგოლმა, რომელიც თავად აფხაზეთიდან, გულრიფშიდან დევნილია, იცოდა, "რისი გამკეთებელი არიან რუსები" და სწორედ ამიტომ, ომის დაწყების პირველივე დღეებში წავიდა უკრაინაში.


"მისმა ოჯახმაც გამოიარა ის ჯოჯოხეთი, რაც რუსებმა ჩაიდინეს აფხაზეთში. ის პირველივე დღეებიდან იყო ქართველ პარტიზანთა რიგებში", - თქვა რომეო ფარულავამ.


ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, 24 თებერვლიდან უკრაინაში რამდენიმე ასეული ქართველი მოხალისე იბრძვის. მოხალისეთა პირველი ნაკადი საქართველოდან უკრაინაში მარტის დასაწყისში წავიდა. ისინი სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, ფრონტის წინა ხაზზე.


ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ პირველი ინფორმაცია 18 მარტს გავრცელდა. უკრაინაში ომს დღემდე 17 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.




 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Янник Синнер

Хавбек "Пари НН" Калинский: Синнер - адекватный парень, одобряю выбор сестры






Токсиколог Кутушов рассказал о скрытых рисках, связанных с употреблением газировки

Терминал ВСМ подключат к метро «Площадь Восстания» по принципу «сухие ноги»

Из-за ДТП на востоке МКАД в Москве затруднено движение

К тушению пожара в хостеле на северо-западе Москвы привлекли четыре вертолета