Добавить новость
ru24.net
World News
Июль
2022

"შესაძლოა, გაჩერება მოგვიწიოს" - ტელეკომპანია "კავკასია" დახმარებას ითხოვს

0
დამოუკიდებელი ტელეარხი "კავკასია", რომელიც ბოლო ათეული წლებია მაუწყებლობს, გადარჩენისთვის იბრძვის. ამაზე საუბარია ტელეკომპანიის გავრცელებულ განცხადებაში, რომელშიც მხარდამჭერებს დახმარებისთვის მიმართავენ.


"წლების მანძილზე ვცდილობდით შეგვენარჩუნებინა დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედია. ვცდილობდით არ ვყოფილიყავით მუდმივად გადარჩენის ზღვარზე, და გვეფიქრა განვითარებაზე, თუმცა, სამწუხაროდ დღეს არასახელისუფლო მედიას საქართველოში ისევ გადარჩენისთვის უწევს ბრძოლა", - წერია განცხადებაში.


აქვე აღნიშნულია, რომ უახლოესი ორი თვე არხისთვის უმძიმესია, რადგან აქვთ ფინანსური ვალდებულებები, რამაც შესაძლოა არხის გაჩერება გამოიწვიოს:


"დღეს ჩვენ გვიწევს მოგმართოთ მხარდაჭერის და ფინანსური თანადგომისთვის, რომ გადავრჩეთ და განვვითარდეთ. ამ დროისთვის ტელეკომპანია უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაშია, რაც მის არსებობას რეალურ საფრთხეს უქმნის. ვმუშაობთ რამდენიმე პროექტზე, რამაც გრძელვადიანად ჩვენი ფინანსური სტაბილურობა უნდა უზრუნველყოს და მოგვცეს საშუალება შევქმნათ ძლიერი საინფორმაციო არხი".


ტელეკომპანია "კავკასია" ვებგვერდზე აქვეყნებს ანგარიშის ნომრებს, სადაც მსურველებს ნებისმიერი თანხის გადარიცხვა შეუძლიათ.


"კავკასია" ერთადერთი არხი არ არის, რომელიც მაყურებელს დახმარებას სთხოვს. ფინანსური პრობლემები აქვს "მთავარ არხსაც" - არხს, რომლის გენერალური დირექტორიც თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, პატიმრობაშია.




 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Даниил Медведев

На турнире в Марселе под флагом России оказались имена Медведева и Хачанова






Возвращенный из России американец Фогель сообщил, что был помилован Путиным

Сотрудники Росгвардии задержали подозреваемую в краже шоколадной продукции из подмосковного гипермаркета

Оборот салонов красоты увеличился в России в два раза

Почти гектар неосвоенной земли в ТиНАО вовлекут в экономический оборот