Добавить новость
ru24.net
World News
Июль
2022

მალხაზ მაჩალიკაშვილი სოსო გოგაშვილის დაკავებაზე: ის უშუალო დამნაშავეა პანკისის ხეობაში, მაჩალიკაშვილების ოჯახში ჩადენილი ტერაქტის გამო!

0

რამდენჯერმე გადავახვიე მისი აყვანის კადრები – სპექტაკლი მომეჩვენა, ვიღაცის დასანახად მოხდა, – ამის შესახებ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა.

როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილი აღნიშნავს, სოსო გოგაშვილი დასაკავებელი იყო 2017 წლის მოვლენების შემდეგ.

„ის უშუალო დამნაშავეა პანკისის ხეობაში, მაჩალიკაშვილების ოჯახში ჩადენილი ტერაქტის გამო! თუ ხელისუფლება სამართლიანია, სოსო გოგაშვილი დიდი ხანი უნდა ყოფილიყო ციხეში სამუდამო პატიმრობით.

სოსო გოგაშვილმა რამდენიმჯერმე დაანონსა, თუ რა დანაშაულებები მიუძღვის დღევანდელ ხელისუფლებას, ისიც კი დაწერა, რა გზით და როგორ გაყალბდა არჩევნები, ამას ემატება სუს-იდან გამოტანილი ფაილები. ეს ყველაფერი შეგროვდა და ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რაიმე გზით გაეჩუმებინა. ვფიქრობ, თემირლანის საქმეს უკავშირდება, სტრასბურგის საქმე კარზეა მომდგარი. თუ ილაპარაკა კარგი დღე არ დაადგება ბევრს. შეიძლება ამისთვის დააკავეს, შეიძლება ბევრი „ქეისი“ ჰქონდა ამ ხელისუფლებაზე.

რამდენჯერმე გადავახვიე მისი აყვანის კადრები – სპექტაკლი მომეჩვენა. ვიღაცის დასანახად მოხდა. ნებისმიერ დროს დაებარებინათ გოგაშვილი და მივიდოდა, ჩვენებას მისცემდა“,- აღნიშნავს მაჩალიკაშვილი.

ცნობისთვის, წუხელ, გვიან ღამით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. შესაბამისი ვიდეომასალა გოგაშვილის ოჯახის წევრებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს. პარალელურად, ჩხრეკა ჩატარდა აჭარაში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც გოგაშვილის შვილი, ნინო გოგაშვილი იმყოფებოდა. დღეს კი ჩხრეკა ჩატარდა სოსო გოგაშვილის კიდევ ერთი შვილის, ნიკოლოზ გოგაშვილის სახლში.

ამასთან, სოსო გოგაშვილის შვილი, ნიკოლოზ გოგაშვილი ვარაუდობს, რომ მამამისის დაკავება 2021 წელს გავრცელებულ ფაილებს უკავშირდება.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Александрова вышла в ¼ финала турнира WTA 1000 в Дохе, где сыграет против Пегулы






17 февраля в Москве пройдут панихида и круглый стол в память о Великом князе Сергее Александровиче

Санкт-Петербург — самый романтичный город России: куда россияне поедут в 2025 году?

Поэтический вернисаж «Под созвездием любви» к 65-летию со дня рождения О.В. Голубевой, поэта-песенника, автора гимна Республики Крым

Леонид Толчинский возглавил кафедру в Московском Политехе