Добавить новость
ru24.net
World News
Июль
2022

ზარქუა: მიუხედავად იმისა, ვინ არის სოსო გოგაშვილი, იყო მაღალჩინოსანი, ჩვენი გუნდის წევრი თუ არა …

0

მიუხედავად იმისა, ვინ არის სოსო გოგაშვილი, იყო მაღალჩინოსანი, ჩვენი გუნდის წევრი თუ არა, იქ, სადაც არის პოტენციური დანაშაული ჩადენილი, სასამართლოც ყოველგვარი მიკერძოების გარეშე მოქმედებს და შესაბამისი უწყებებიც, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის დაკავების ფაქტის შეფასებისას განუცხადა.

ზარქუას თქმით, სოსო გოგაშვილის დაკავება სოციალურ ქსელში მის მიერ გამოქვეყნებულ სტატუსს არ უკავშირდება.

„მთავარი ისაა, რომ ყველა ნორმის დაცვით და სასამართლოს განჩინების საფუძველზეა ჩხრეკა ჩატარებული და დაკავებაც განხორციელებული. ერთი რამ ცხადად ჩანს და ჩვენს მმართველობაში მკაფიოდაა გამოხატული – მიუხედავად იმისა, ვინ არის ის, იყო მაღალჩინოსანი, ჩვენი გუნდის წევრი თუ არა, იქ, სადაც არის პოტენციური დანაშაული ჩადენილი, სასამართლოც ყოველგვარი მიკერძოების გარეშე მოქმედებს და შესაბამისი უწყებებიც. მე მას პირადად არ ვიცნობ კარგად, მაგრამ ეს ადამიანი ბოლო წლებია სულ რაღაცას გვემუქრება, ხან რაღაცას დებს და ა.შ. ეს თუ ასეა [და დაკავება უკავშირდება გუშინ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს], აქამდეც აიყვანდნენ, მაგრამ არაა ასე. მიმდინარე საგამოძიებო საქმეზე ჩათვალა შესაბამისმა უწყებამ, რომ ახლა დროა მიემართა სასამართლოსთვის, ჩაატარა ჩხრეკა და დაკავება“, – განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, წუხელ, გვიან ღამით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. შესაბამისი ვიდეომასალა გოგაშვილის ოჯახის წევრებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს. პარალელურად, ჩხრეკა ჩატარდა აჭარაში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც გოგაშვილის შვილი, ნინო გოგაშვილი იმყოფებოდა. დღეს კი ჩხრეკა ჩატარდა სოსო გოგაშვილის კიდევ ერთი შვილის, ნიკოლოზ გოგაშვილის სახლში.

შეგახსენებთ, სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა გუშინ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერს, რომ გაყალბდა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. გოგაშვილმა აღნიშნა, რომ არჩევნების გაყალბების შესახებ მტკიცებულებები ყველა შესაბამის ორგანიზაციას გადასცა.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Екатерина Александрова

«Реал» обыграл «Манчестер Сити» в ЛЧ, Александрова победила Соболенко. Главное к утру






В 2024 году на 18% увеличилось количество иностранцев, посетивших Россию

Сергей Собянин сообщил о расширении ОЭЗ "Технополис Москва"

Боец СВО из Нижнего Новгорода заявил, что стал жертвой мошенников

Санкт-Петербург — самый романтичный город России: куда россияне поедут в 2025 году?