Добавить новость
ru24.net
World News
Июль
2022

სუს-ი: სოსო გოგაშვილი მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით დააკავეს

0

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით დააკავეს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” სუს-ში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გარდაუვალი გახდა მისი დაკავება.

„მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა ჩხრეკის ოპერაცია მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე და არა ახალ საქმეზე. ჩხრეკის შედეგად გარდაუვალი გახდა მისი დაკავება“, – აღნიშნავენ სუს-ში და არ აკონკრეტებენ, რომელია “მიმდინარე საქმე”.

ცნობისთვის, წუხელ, გვიან ღამით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. შესაბამისი ვიდეომასალა გოგაშვილის ოჯახის წევრებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს. პარალელურად, ჩხრეკა ჩატარდა აჭარაში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც გოგაშვილის შვილი, ნინო გოგაშვილი იმყოფებოდა. დღეს კი ჩხრეკა ჩატარდა სოსო გოგაშვილის კიდევ ერთი შვილის, ნიკოლოზ გოგაშვილის სახლში.

ამასთან, სოსო გოგაშვილის შვილი, ნიკოლოზ გოგაშვილი ვარაუდობს, რომ მამამისის დაკავება 2021 წელს გავრცელებულ ფაილებს უკავშირდება.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Азаренко проиграла в первом круге турнира WTA-1000 в Дохе






Леонид Толчинский возглавил кафедру в Московском Политехе

Склад загорелся в Москве из-за самоката

Сборная России сыграет с Замбией, Нигерией и Белоруссией

Лыжный фристайл на Воробьевых горах с ENERGY: крутые трюки и мастерство