Добавить новость
ru24.net
World News
Июль
2022

ჯო ბაიდენი ახლოაღმოსავლელ ლიდერებს ხვდება ისრაელისა და ირანის შესახებ სამსჯელოდ

0
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი განაგრძობს თავის ტურნეს ახლო აღმოსავლეთში. 16 ივლისს ის არაბული ქვეყნების ლიდერებთან ერთად ითათბირებს რეგიონის სარაკეტო და თავდაცვით შესაძლებლობებზე.


როგორც აშშ-ის ხელისუფლების ანონიმმა წარმომადგენელმა განაცხადა, ბაიდენი, რომელიც ისრაელიდან ჩავიდა საუდის არაბეთში, შეეცდება ხელი შეუწყოს ისრაელის ინტეგრაციას ახალ დაჯგუფებაში, რომელსაც ამოძრავებს საერთო შეშფოთება ირანისა და მისი მოქმედებების თაობაზე.


აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალი რანგის წყაროს თანახმად, როგორც მოსალოდნელია, აშშ-ის პრეზიდენტი შეხვედრის მონაწილეებს ასევე გამოუცხადებს, რომ ვაშინგტონმა 1 მილიარდი დოლარი გამოყო ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონის დახმარებისთვის სასურსათო პროგრამის სფეროში.




აშშ-ის პრეზიდენტის ყურადღების ცენტრშია სამიტი სპარსეთის ყურის ექვსი სახელმწიფოს, ასევე ეგვიპტის, იორდანიისა და ერაყის მონაწილეობით და ის, როგორც ჩანს, ცდილობს, ნაკლები ყურადღება მიანიჭოს 15 ივლისს საუდის არაბეთში გამართულ შეხვედრას ტახტის მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ სალმანთან, რასაც კრიტიკა მოჰყვა.


ბაიდენი ცდილობს, ითანამშრომლოს ნავთობის გიგანტ საუდის არაბეთთან, მიუხედავად შეშფოთებისა ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევების გამო.




სპარსეთის ყურის ქვეყნები დიდწილად უარს ამბობენ დასავლეთის მხარეს დადგომაზე უკრაინაში მიმდინარე ომში და, სხვადასხვა მოსაზრებით, ვაშინგტონისგან მოითხოვენ კონკრეტულ დაპირებებს ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებით.


როგორც იტყობინებიან, ზოგიერთი ეს ქვეყანა იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ ისინი არ ჩართეს აშშ-სა და ირანს შორის მიმდინარე არაპირდაპირ მოლაპარაკებებში, რომლის მიზანია ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე 2015 წელს ხელმოწერილი შეთანხმების განახლება. შეთანხმებით გათვალისწინებული იყო თეირანის მიერ თავისი ბირთვული პროგრამის შეზღუდვა ირანის მიმართ სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Екатерина Александрова

«Реал» обыграл «Манчестер Сити» в ЛЧ, Александрова победила Соболенко. Главное к утру






Впервые за несколько лет: Казахстан планирует задействовать в параде Победы 4,5 тыс. человек

Два человека пострадали в результате ДТП с автобусом в Тверской области

Весенние каникулы в школах перенесли на новые даты: дети подпрыгивают от восторга

Кузбасс вошел в топ-10 регионов-участников всероссийского диктанта «Наука во имя Победы»