აშშ-მა მოიწონა ესტონეთისთვის 500 მილიონი დოლარის ღირებულების HIMARS-ების მიყიდვა
ცნობაში დაზუსტებულია, რომ ესტონეთმა სულ მოითხოვა ექვსამდე HIMARS-ი, 36-მდე ზალპური ცეცხლის მართული სისტემა GMLRS-ი, სარაკეტო ბლოკები და რაკეტები. როგორც აშშ-ის უწყება წერს, ეს გარიგება ხელს შეუწყობს აშშ-ის საგარეო პოლიტიკასა და ეროვნულ უსაფრთხოებას, ასევე მისი ნატოელი მოკავშირეების უსაფრთხოებას. ესტონეთი HIMARS-ების გამოყენებას აპირებს თავისი სამხედრო ძალების მოდერნიზაციისთვის, ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობების გაფართოებისა და რეგიონული საფრთხეების შეკავებისთვის.
აშშ-ის რეაქტიული ზალპური ცეცხლის სისტემა HIMARS-ს 80 კილომეტრამდე მანძილზე შეუძლია სამიზნეების განადგურება.
შენიშვნა: ცნობაში გასწორდა მექანიკური შეცდომა, მასში არასწორად იყო მითითებული ესტონეთისთვის განკუთვნილი შეიარაღების ღირებულება.