Добавить новость
ru24.net
World News
Июль
2022

უკრაინამ დასავლეთის მსხვილ ბანკებს სამხედრო დანაშაულების ხელშეწყობაში დასდო ბრალი

0
უკრაინის მთავრობამ ამერიკისა და ევროპის დიდი ბანკებისგან მოითხოვა, შეწყვიტონ თანამშრომლობა კომპანიებთან, რომლებიც რუსეთის ნავთობის ექსპორტთან არიან დაკავშირებული.


როგორც გაზეთი Financial Times-ი წერს, უკრაინის პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა ოლეჰ უსტენკომ შესაბამისი წერილები გაუგზავნა ამერიკის ბანკებს JPMorgan Chase-სა და Citigroup-ს, ბრიტანეთის HSBC-სა და საფრანგეთის ბანკ Credit Agricole-ს. ამ წერილებში ნათქვამი იყო, რომ იმ კომპანიებისთვის კრედიტების მიცემით, რომლებიც რუსეთის ნავთობის მიწოდებას ახორციელებენ, ბანკები „ახანგრძლივებენ“ ომს. უსტენკო ასევე დაიმუქრა, რომ ამ ბანკებს აეკრძალებათ უკრაინის ომისშემდგომ აღდგენაში მონაწილეობა.


FT-ისთვის მიცემულ ინტერვიუში უსტენკომ განაცხადა, რომ უკრაინის იუსტიციის სამინისტრო ომის დასრულების შემდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში აპირებს სარჩელის შეტანას.


„ჩემი თვალსაზრისით, ისინი სამხედრო დანაშაულებს სჩადიან, ვინაიდან ამგვარად განსაკუთრებით ეხმარებიან პუტინის რეჟიმს და მხარს უჭერენ რეჟიმს,“ თქვა უსტენკომ. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებულ შემოსავალს ომის წარმოებისთვის იყენებს.


როგორც გაზეთი წერს, HSBC და Credit Agricole-ი „გაზპრომისა“ და „როსნეფტის“ აქციებს ფლობენ. Citigroup-ი კრედიტებს აძლევს „ლუკოილს“ და რუსეთის ნავთობით მოვაჭრე Vitol-ს. JPMorgan-ი ასევე აძლევს Vitol-ს საკრედიტო ხაზებს, საინვესტიციო ფონდი Vitol-ი კი ფლობს „გაზპრომის“, „სბერბანკისა“ და „როსნეფტის“ აქციათა პაკეტებს.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Елена Рыбакина

Рыбакина провела первую тренировку в Абу-Даби. Видео






Жительница Подмосковья обнаружила тело мужчины в канализации дома

Жуткие преступления маньяка Игоря Иртышова: от детства в интернате до серийных убийств

За неделю во Владимирской области устранили 1,5 тыс. кв. метров дефектов на трассах М-7 Волга и Р-132

Куда пензенцы смогут улететь летом: 5 направлений для отдыха