ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინამ გაუძლო რუსეთის სასტიკ დარტყმებს
0
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკვე მოხერხდა 24 თებერვლის შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილის გათავისუფლება. მისი თქმით, თანდათანობით გათავისუფლდება ამ დროისთვის ოკუპირებული სხვა რაიონებიც. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
„უკრაინამ გაუძლო რუსეთის სასტიკ დარტყმებს. ჩვენ უკვე შევძელით იმ ტერიტორიების ნაწილის გათავისუფლება, რომელიც ოკუპირებული იყო 24 თებერვლის შემდეგ. თანდათანობით გავათავისუფლებთ ჩვენი ქვეყნის სხვა რაიონებსაც, რომლებიც ახლა ოკუპირებულია“,- განაცხადა ზელენსკიმ.