“მთავრობის პრიორიტეტია, რომ მთას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭოს” – თუშეთში პრემიერი მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა (ფოტოები)
“გვინდა, რომ დავამკვიდროთ მთის კვირეული, იმისთვის, რომ ყოველწლიურად ტრადიციულად გაიმართოს მთაში მთის კვირეული და აღვნიშნოთ ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული სიამაყე, მთის დღეები”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ომალოში, მთის კვირეულის ფარგლებში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური მეუღლესთან, ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად იმყოფებოდა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობის პრიორიტეტია, რომ მთას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭოს.
“მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ინიციატივით, გვინდა, რომ დავამკვიდროთ მთის კვირეული, იმისთვის, რომ ყოველწლიურად ტრადიციულად გაიმართოს მთაში მთის კვირეული და აღვნიშნოთ ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული სიამაყე, მთის დღეები.ამ არაჩვეულებრივ ადგილას, თუშეთში, ჩვენი სურვილია, რომ ძალიან ბევრი დამსვენებელი, ბევრი ტურისტი ჩამოვიდეს. ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია, რომ მთას განსაკუთრებული მნიშვნელობა მივანიჭოთ. რა თქმა უნდა, საჭიროა მეტი ინვესტიციების განხორციელება მთაში, მეტი ყურადღების მიქცევა” – განაცხადა პრემიერმა.
მთის კვირეული თუშეთში, ყაზბეგში, სვანეთსა და რაჭაში საქართველოს მთავრობის და უშუალოდ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით იმართება.